სიახლეები ახალი იმედები კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში 2013, 26 მარტი, 11:21
2013 წლის თებერვლის დასაწყისში შედგა კიბოს კონტროლის საერთაშორისო კავშირის შეკრება, სადაც მეცნიერებმა განიხილეს აღნიშნული დაავადების შემცირების გზები და აღნიშნეს, რომ ცხოვრების ჯანმრთელი წესი, რაც პირველ რიგში გულისხმობს სიგარეტისა(და ზოგადად ნარკოტიკების) და ალკოჰოლის არგამოყენებას, და სხეულის წონის მკაცრი კონტროლი დაახლოებით სამჯერ შეამცირებს მსოფლიოში კიბოთი დაავადებას. აღნიშნულ შეკრებაზე ასევე განიხილეს კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდები და ყველა მონაწილემ ერთხმად აღნიშნა, რომ თითოეულ დაავადებულ ადამიანს აქვს სიმსივნის უნიკალური ფორმა, რომელიც ასევე უნიკალურ მკურნალობას საჭიროებს.ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პრაქტიკიდან ამოიღებენ ქიმიო-თერაპიით მკურნალობას.მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ გამოკვლეულ უნდა იქნას ყოველი სიმსივნით დაავადებული ავადმყოფის გენეტიკა, შედგეს ამის შესაბამისი მონაცემთა ბაზა და მოხდეს შედეგების ანალიზი.ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ამ მეთოდით შესაძლებელი გახდება სწორი მკურნალობის ჩატარება და მრავალი ადამიანის გადარჩენა, მაგრამ მწუხარებას გამოთქვამენ, რათა ეს პროცესი დიდ დროს მოითხოვს და არ შეუძლიათ მანამდე იხსნან ადამიანთა სიცოცხლე. 217 4-ს მოსწონს
|