სამარხვო კერძები სამარხვო პიცა 2013, 26 მარტი, 4:39 ძალინ ბევრს ვკითხულობთ სამარხვო კერძებზე და ბუნებრივიცაა. ის, ვინც სააღდგომო მარხვას იცავს, მაინც ახალი კერძების მომზადების ძიებაში ვართ. საბედნიეროდ საქართველოშიც დამკვიდრდა ბოლო რამდენიმე ათეული წელია სამარხვო რიტუალების დაცვა, რაც ძალიან გვახარებს თითოეულ ქართველს.ჩემს მიერ მომზადებული პიცა მართლაც რომ ძალიან გემრიელია.გაგაცნობთ მისი მომზადების წესს. საჭიროა შემდეგი დასახელების ინგრედიენტები: 1)პომიდორი-3ცალი: 2)მარგარინი-"ონა"-100 გრამი. 3)პურის ფქვილი-200 გრამი: 4)საფუარი-1ჩ/კოვზი: 5)კარტოფილი-3 ცალი: 6)მარილი, შავი წიწაკა, 1ცალი ბულგარული: 7)სოკო-ერთი შეკვრა; 8)ხახვი-3ცალი: 9)პომიდვრის საწებელი-150 გრამი: 10)სამარხვო მაიონეზი: 11) რამოდენიმე ცალი ზეთის ხილი. ცომი უნდა მოვზილოთ თხელი, ამიტომ ვამატებთ ფქვილში 100 გრამ გამდნარ მარგარინს, 1ჩ/კოვზ საფუარს, ცოტა მარილს, ცოტა შაქარს, ნელ-თბილ წყალს და კარგად ავზილავთ.უნდა გავაჩეროთ ნახევარი საათი, სანამ ცომი არ ამოვა. პარალელურად ვამზადებთ სოკოს.ხახვს დავჭრით წვრილად და ჩავშუშავთ სოკოსთან ერთად.კარტოფილი უნდა გვქონდეს მოხარშული და პომიდორიც დაჭრილი.როდესაც ცომი ამოვა, ხელი დავისველოთ ზეთში და გავიყვანოთ ცომი სპეციალურ ფორმაზე, რაშიც ვაპირებთ გამოცხობას. გაბრტყელებულ ცომს ზემოდან გადავუსვათ 150 გრამი პომიდვრის საწებელი, შემდეგ დავახეხოთ მოხარშული კარტოფილი, იქვე მოვაყაროთ ხახვში და ზეთში ჩაშუშული სოკო, ზემოდან მოვაწყოთ ფორმებად დაჭრილი პომიდორი, ცოტა მარილი.ბოლოს ცოტა წყალში და ცოტა საწებელში გავხსნათ მაიონეზი და ლამაზად გადავასხათ პიცას.თავზე მოვრთოთ დაჭრილი ბულგარულით და ზეთის ხილით.გამოცხობას დაჭირდება 15-20 წუთი.დარწმუნებული ვარ, მოგეწონებათ.გემრიელად მიირთვით. 2552 26-ს მოსწონს
|