x
image
MaRuu9
ორი წლის ბავშვს "შემთხვევით" ფეხის ამპუტაცია ჩაუტარეს

ოპერაცია
ასეთი შემზარავი და ყოვლად უპატიებელი შეცდომა სამხრეთ აფრიკის, კერძოდ კი იოჰანესბურგის ერთ_ერთი კლინიკის ექიმებმა დაუშვეს, რომლებსაც თურმე, 2 წლის პაციენტი ხელების დამწვრობით მიუღიათ და ამდგარან და მისთვის ფეხები მოუჭრიათ!
ზუსტად რამ გამოიწვია შეცდომის დაშვება, გამოძიებამ ჯერჯერობით ვერაფრით დაადგინა, ექიმები კი ერთთავად სხვისკენ იშვერენ ხელს და დანაშაულის აღიარება არავის სურს.
უცნაურია, მაგრამ სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის სამინისტროში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ თუკი დამანაშავე ექიმის გამოვლენა მოხერხდება, მას ლიცენზია სამუდამოდ ჩამოერთმევა. რაც შეეხება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, ამაზე რატომღაც არავინ არაფერს ამბობს, არადა, ბავშვს ხომ მთელი მომავალი დაუმახინჯდა?!

1
295
4-ს მოსწონს
ავტორი:MaRuu9
MaRuu9
295
  
2013, 25 მარტი, 19:39
მაგარი ექიმები ყოფილან.........
0 1 1