საზოგადოებრივი ქალბატონებისთვის "ჭკვიანი ბიუსტჰალტერი" გამოიგონეს! 2013, 17 მარტი, 22:02 ამერიკელმა მეცნიერებმა ბიუსტჰალტერის ჭკვიანი ვარიანტი შექმნეს. ის საშუალებას იძლევა, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მუდმივ რეჟიმში კონტროლდებოდეს და საჭიროების შემთხვევაში მკურნალმა ექიმმა სრული ინფორმაცია მიიღოს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. ქსოვილი რომლისგანაც ბიუსტჰალტერია დამზადებული, საკმაოდ უჩვეულოა ნანოტოქსტილი, პლუს სმარტფონების ტექნოლოგია. ბიუსტჰალტერს აქვს თითქმის შეუმჩნეველი ციცქნა მოწყობილობები, რომლებსაც შეუძლიათ განსაზღვრონ: სხეულის ტემპერატურა, ნეირონული აქტიურობა, ჟანგბადის მოხმარება, წნევა, სუნთქვის სიხშირე და ეს ყველაფერი მონაცემთა ბაზაში გადატანის შემდეგ, ექიმს გადაუგზავნონ. თუ სიტუაცია საგანგაშოა და ბიუსტჰალტერი აღმოაჩენს, რომ პატრონი თავს კარგად ვერ გრძნობს, სასწრაფო დახმარებას დამოუკიდებლად იძახებს. ასევე ახერხებს ელექტროკარდიოგრამის ჩატარებას, რათა გულის დაავადებათა რისკები განსაზღვროს. 222 7-ს მოსწონს
|