ჯანმრთელი კვება მუდმივი დიეტა: სასარგებლო თუ მავნებელი? 2013, 25 მარტი, 19:24 ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში დაბალკალორიული დიეტის დაცვას ახერხებენ, სიბერეში შესულები გაცილებით უფრო უკეთ გრ
ძნობენ თავს, რადგან ისეთი დაავადებების გაჩენის რისკი, როგორებიცაა
მაგალითად, კიბო, ინფარქტი და დიაბეტი, მათ მთელი 40 პროცენტით იშვიათად ემართებათ. როგორც ირკვევა, ამის დადგენა შვეიცარიელმა მეცნიერებმა მაიმუნებზე ჩატარებული კვლევის შედეგად მოახერხეს, რომლებსაც წლების განმავ ლობაში დაბალკაროლიულ დიეტაზე ამყოფებდნენ და მათ ორგანიზმში ძალიან ბევრ დადებით შედეგებს აკვირდებოდნენ. – ამის მიზეზი არის ის, რომ გოგირდის უჯრედები გაცილებით ნაკლები სიხშირით წარმოიქმნება, რაც სხვადასხვა დაავადების გაჩენის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს, _ განმარტავენ შვეიცარიელი სპეციალისტები. ეს აღმოჩენა კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ კალორიების შეზღუდული რაოდენობით მიღება ადამიანს არა მხოლოდ ზედმეტი ცხიმების დაგროვებისაგან, არამედ, ძალიან საშიში დაავადებების გაჩენისგანაც იცავს, თუმცა დიეტები, რომლებსაც ძალიან ბავრი სპეციალისტების რჩევების გარეშე მიმართავს, ორგანიზმზე დადებითის ნაცვლად, უამრავ უარყოფით გავლენას ახდენს. 79 2-ს მოსწონს
|