კულტურა ტაჯ-მაჰალი, სიყვარულის ისტორია 2013, 25 მარტი, 19:05 აგრა__ეს არის ქალაქი, რომელიც მდებარეობს ორასი კილომეტრის მოშორებით, სამხრეთით ინდოეთის დედაქალაქ დელიდან. აქ არის მსოფლიოში ყველაზე ლეგენდარული მავზოლეუმი ტადჟ-მახალი, რომელიც ყველაზე ლამაზ ნაგებობად ითვლება მსოფლიოში, თავისი არსით იგი ინდოეთის მთავარი სიმბოლოა. მისი მშვენიერება და სილამაზე უამრავ ადამიანს იზიდავს ყოველ დღე. ტადჟ-მახალის შექმნის ისტორია დაკავშირებულია შახ ჯახანის სიყვარულთან, თავისი მეუღლის მიმართ, რომელიც ახალგაზრდა გარდაიცვალა. ამის შემდეგ მან ბრძანა, რომ მის საპატივცემულოდ საუკეთესო მავზოლეუმი აეშენებინათ. მისი მშენებლობა 22 წლის მანძილზე მიმდინარეობდა. გავიდა მრავალი ასწლეული, დავიწყებას მიეცა მრავალი მეფე და მმართველი, მაგრამ თოვლივით სპეტაკი, მარმარილოს ნაგებობა წამომართულია მდინარე იამუნის მარჯვენა სანაპიროზე და მისი კედლები მარადიულად ინახავს შახ ჯახანისა და მუმტაზის მარადიულ სიყვარულს. 131 3-ს მოსწონს
|