x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
სატვირთომ მძღოლის გარეშე 10 კილომეტრი გაიარა

გერმანიაში, სატვირთო ავტომობილი მართვის გარეშე დარჩა და უმძღოლოდ გაირა 10 კილომეტრი, ამის გამო ავტობანზე 5 კილომეტრიანი საცობი შეიქმნა, ინციდენტი მოხდა ქალაქ სინხეიმთან(Sinsheim), А6-მონაკვეთზე, იუწყება "metropolnews"-ი. სატვირთოს მძღოლს გულის შეტევა დაემართა და სწორედ მას შემდეგ განაგრძო ავტომობილმა თავისით მოძრაობა, პოლიციამ ავტობანის სამი სამოძრაო ზოლიდან ორი გადაკეტა და სიგნალებით ანიშნებდნენ მძღოლებს სახიფათო სიტუაციის შესახებ.40 ტონიანმა სატვირთომ მას შემდეგ დაიწყო გაჩერება, როდესაც ბორტ-კომპიუტერმა ხიფათი იგრძნო, მანქანა ნელ-ნელა გაჩერდა, თუმცა მანამდე რამდენჯერმე ავტობანის ბარდიურს გაეხახუნა, პოლიციელებმა ნამდვილ სასწაულად ჩათვალეს ეს, რადგან სწრაფად მიმავალი სატვირთოს სხვა ხერხებით გაჩერება ფაქტიურად შეუძლებელი იყო და ისიც, რომ აბსოლუტურად არავინ დაშავებულა.სატვირთო ავტომობილის 48 წლის ჩეხი მძღოლი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.image

1
296
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
296
  
2013, 28 აპრილი, 17:24
ღმერთი როგორ შველის ზოგიერთს.
0 1 1