2012 წელს, ესპანეთში ჩატარდა შეჯიბრი. ამ შეჯიბრში მონაწილეობდნენ უძლიერესი სპორტსმენები. ყველაზე საინტერესო რამ კი მოხდა ფინიშის ხაზთან. კენიელმა ალბერტ მუთაიმ, გაირბინა 3000 მეტრი. მას 10 მეტრი აკლდა ფინიშის ხაზამდე, როცა უცებ გაჩერდა და გულშემატკივრებს და მაყურებელს მიესალამა. მან იფიქრა რომ ფინიშის ხაზი გადაკვეთა და გაიმარჯვა. მაყურებელი ამაოდ ცდილობდა ესპანურ ენაზე მისთვის ეთქვათ რომ ფინიშის ხაზი არ გადაუკვეთია. მეორე ადგილზე გასულ ესპანელ ივან ფერნანდეს ანაიასს შეეძლო ამ შემთხვევით ესარგებლა და აეღო პირველი ადგილი, მაგრამ ამის მაგივრად ის გაჩერდა. ყველა ანიშნებდა რომ ფინიშის ხაზი მას არ გადაუკვეთია და გაეგრძელებინა შეჯიბრი. მაგრამ ის საპირისპიროდ მოიქცა.
შეჯიბრის ბოლოს ივანმა განაცხადა რომ მისთვის მთავარია ღირსების შენარჩუნება ვიდრე მედლის აღება: „მე ასე მოვიქცეოდი ნებისმიერ შემთხვევაში, ღირსების გრძნობა ყველაფერზე მაღლა დგას, რაც სამწუხაროდ დღეს არსად აღარ იგრძნობა."