x
image
ოტი
პრემიერ-მინისტრის დავალებით შტორმის გამო საგანგებო შტაბი შეიქმნა
imageსაგანგებო შტაბის შექმნა საქართველოში არსებულმა ამინდმა განაპირობა.

ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის განცხადებით შტაბს თავად უხელმძღვანელებს, წევრები კი იქნებიან ფინანსთა მინისტრი - ნოდარ ხადური, ინფრასტრუქტურისა და რეგიოონალური განვითარების მინისტრი - დავით ნარმანია, ჯანდაცვის მინისტრი- დავით სერგეენკო, ასევე შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებიც მზად არიან მხარში ამოუდგნენ დაზარალებულ მოსახლეობას.

ძლიერი ქარის გამო გაითიშა 100 000-მდე აბონენტი მთელ საქართველოში, მინისტრის განცხადებით დღის ბოლომდე ეს რიცხვი შემცირდება. სამუშაოების ჩატარებას ხელს უშლის ძლიერი ქარი .


ქარმა ყველაზე დიდი ზიანი აჭარას მიაყენა. დაზიანებულია 150-ზე მეტი სახლისა და სკოლების სახურავი. დაზიანებულია გარე განათების მოწყობილობები, ურეკში წყალმა გაიტაცა 3 ნავი, მრავალსართულიანი სახლები დაზიანდა გორში.


მოქალაქეებმა, რომელთაც მიადგათ რაიმე სახის ზიანი პირველ რიგში უნდა მიმართონ ადგილობრივ თვითმართველობას. ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი 2 51 07 74.

0
26
12-ს მოსწონს
ავტორი:ოტი
ოტი
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0