საზოგადოება როგორია ცხოვრება ოცდაათი წლის შემდეგ?! 2020, 7 დეკემბერი, 12:49 როგორია ცხოვრება 30 - თი წლის შემდეგ?!
ისეთივე, როგორიც ოცის მერე, ოღონდ უფრო გამოცდილი, ჭკვიანი და გაწონასწორებული ხდები...
ოცდაათის შემდეგ, არ გჭირდება ფიქრი იმაზე, ვის მოსწონხარ და ვის არა, იმიტომ რომ ზუსტად იცი, ვინ ხარ და რა გინდა ცხოვრებისგან!
არ გაქვს სურვილი რამის დამტკიცების...
შეჯიბრის...
ეჭვის....
კამათის....
მშვიდად ცხოვრებას ირჩევ, იმ ადამიანების გარემოცვაში, რომლებსაც გულწრფელად უყვარხარ, ყოველგვარი ნიღბისა და მსახიობობის გარეშე...და რომლებთანაც ურთიერთობა გსიამოვნებს, გახარებს... ნამდვილი ხარ, ძლიერი და მტკიცე...
სიცოცხლე ყოველთვის მშვენიერია, ასაკი მხოლოდ იმაში გეხმარება, რომ გამოცდილება დააგროვო, თვალი აიხილო და დაინახო!!!
რა ხდება ოცდაათის შემდეგ?!
ისეთი არაფერი, უბრალოდ უკეთ იცნობ საკუთარ თავს და სხვებსაც!!!! 197 6-ს მოსწონს
|