x
მეტი
  • 05.05.2024
  • სტატია:134628
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508794
შიმშილის შედეგად

imageგავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაიცვალა ერთი წლის ჩვილი. გარდაცვალების მიზეზად სახელდება შიმშილი. 1წლის გოგიტა აბაშიძე ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა. ბავშვის შოკური მდგომარეობა შიმშილმა გამოიწვია. ბავშვის ოჯახი სოციალურად დაუცველია. დღეს ქუთაისის პარლამენტის შენობის წინ საზოგადოების წარმომადგენლებმა ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების პროტესტი მიმართულია როგორც ხელისუფლების, ასევე საზოგადოების მისამართითაც. გუშინდელი აქციის შედეგად მათ 1100ლარის მოგროვება შეძლეს, ბავშვის ოჯახს მაშინათვე გადაუგზავნეს მაგრამ ჩვილის გადარჩენა შეუძლებელი გახდა.

მინდა გამოვთქვა მოსაზრება ამ თემასთან დაკავშირებით. ღრმად პატივცემული, საქართველოს ვადაგასული პრეზიდენტი, გუშინ ღამე მორალს რომ გვიკითხავდა და დიად თემებზე საუბრობდა, ამ დროს ეს ბავშვი სიცოცხლეს ეთხოვებოდა. კითხვაზე, თუ როგორი სახელმწიფოს გვიტოვებს მიშა სააკაშვილი, ჩემი პასუხია შიმშილიან და სიკვდილიან საქართველოს. დღეს ეს ინფორმაცია, რომ გაიგო, გულის სიღრმეში მაინც არ ჩაწყდა ძარღვი. თავის დაცვაში მილიონებს რომ ხარჯავდა, გართობასა და ქალებთან არშიყს მილიონებს რომ ატანდა, ახლა რას იტყვის ნეტა?

მინდა, რომ მალე დასრულდეს საქართველოში შიმშილი. მინდა, საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მალე აღმოფხვრას ეს საშინელება. სირცხვილია, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში ასეთი ჩვილი ბავშვები შიმშილის გამო იხოცებოდნენ.

0
25
1-ს მოსწონს
ავტორი:სანტა-თამო
სანტა-თამო
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0