სამარხვო კერძები სამარხვო სალათის მომზადების წესი 2013, 22 მარტი, 16:44 სამარხვო სალათის მოსამზადებლად აუცილებელია წინასწარ მოვიმზადოთ ქვემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტები.
1) სოკო -ერთი შეკვრა:
2) ბრინჯი -150 გრამი:
3) ყვითელი სიმინდის მარცვლები -150 გრამი:
4) ხახვი -3-4 თავი: 5) ცერეცო-ერთი შეკვრა: 6) სამარხვო მაიონეზი -ერთი ცალი" 7) ზეთი -50 გრამი" 8) ნიორი - 50 გრამი: 9) წითელი ბულგარული -ორი ცალი. პირველ რიგში კარგად გავრეცხოთ სოკო და აუცილებელია გარეცხვის შემდეგ დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად და დავაწყოთ საწურზე. ტაფაზე 50 გრამ ზეთში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი.პარალელუად მოვხარშოთ ბრინჯი და ისიც საწურზე გავაცივოთ.როდესაც ხახვი მოიშუშება, ტაფაზე დავყაროთ გარეცხილი, წვრილად დაჭრილი და დაწრეტილი სოკო. რა თქმა უნდა ხშირად უნდა მოვურიოთ და როცა მოიშუშება, ტაფაზევე დავამატოთ შავი წიწაკა გემოვნებით.შემდეგ ვამატებთ სიმინდის მარცვლებს, ნიორს, წვრილად დაჭრილ ცერეცოს ფოთლებს, მოხარშულ და უკვე გაციებულ ბრინჯს და ბოლოს სამარხვო მაიონეზს. არ უნდა დაგვავიწყდეს მარილის მიცემა, როგორც ხშირად ემართებათ გამოცდილ დიასახლისებსაც კი. გემრიელად მიირთვით. 1591 32-ს მოსწონს 1-ს არა
|