სხვა ყველაზე უცნაური ქანდაკებები მსოფლიოში 2013, 21 მარტი, 15:57 ეს არის ყველაზე უჩვეულო და უცნაური სკულპტურების ნაკრები მსოფლიოში, გაიღიმეთ:
ეს ქანდაკება, დადგმულია ბრატისლავაში, ის შეიძლება უჩვეულოდ ჩაგვეთვალა, რომ არა მისი ადგილმდებარეობა. ის მდებარეობს რესტორან “პაპარაცის" გვერდით. ეს ზვიგენი ოქსფორდში მდებარეობს. ალბათ მისთვის არც ისე ბედნიერი დღეა. უთავო მუსიკოსი. ამ სკულპტურის წარმოშობა საიდუმლოებით მოცულია. ის უცებ აღმოჩნდა ამსტერდამში. ავტორი უცნობია. არ გქონიათ ისეთი დღეები, როცა სილაში გინდოდათ გქონოდათ თავი?. ეს სტატუა ლოს-ანჟელოსში მდებარეობს. ეს უზარმაზარი ჩანგალი ჟენევის ტბაშია ჩადგმული და წარმოადგენს ორიენტირს სამზარეულო მუზეუმის მნახველებისათვის. კიდევ ერთი ანომალიური ქანდაკება ამსტერდამში, ამჯერად ხეზე. რა არის საერთო დიდ თითსა და ეიფელის კოშკს შორის?. ერთსაც და მეორესაც ნახავთ თუ მოხვდებით პარიზში. ეს მრავალფიგურიანი სკულპტურა კი ვაშინგტონშია დადგმული, გამოსახავს პურის რიგში მდგომ ადამიანებს, დიდი დეპრესიის პერიოდში. ეს მარტორქა კი უჩვეულოდ სევდიანად გამოიყურება პოტსდამში. ჩამოკიდებულ მდგომარეობაში. ეს კი “გამდნარი ძროხა " ბუდაპეშტში მდებარეობს. “გასეირნება ცაში" ასე ქვია ამ ქანდაკებას. მოქანდაკეს ეს იდეა მამამ შთააგონა, როდესაც ბავშვობაში ხშირად უყვებოდა ცაში გასეირნების შესახებ. ადრე მისი ადგილი ნიუ-იორკში იყო, ხოლო მოგვიანებით ის დალასში გადაიტანეს. ასეთი სკულპტურებია აგრეთვე სამხრეთ კორეაში, პიტსბურგში და პენსილვანიის შტატში. ეს ხელოვნების ნაწარმოები სტოგჰოლმში მდებარეობს. საჩვენებელი თითით ის სასტუმრო “იუპიტერზე" მიუთითებს. ეს პატარა ძაღლი კი თავის მეზღვაურ პატრონს ელოდება ნორვეგიის სანაპიროზე. “უსახლკარო კატები"_ეს სკულპტურა ბრაუნშვეიგში მდებარეობს. ეკატერინბურგში სეირნობის დროს ყურადღებით უნდა იყოთ, რადგან იქ მრავლად არის ასეთი სკულპტურები. “მობანავე ბავშვები" სინგაპურში მრავალი ლამაზი ქანდაკებაა, მათ შორის ყველაზე უჩვეულოა ბავშვები, რომლებიც ერთმანეთს უბიძგებენ წყალში გადახტომას. 271 4-ს მოსწონს
|