x
მეტი
  • 30.12.2024
  • სტატია:139138
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512639
ოთარ ჭილაძეს 80 წელი შეუსრულდებოდა
image
ქართულ ლიტერატურულ საზოგადოებაში თავისი შემოქმედებით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროზაიკოსი ოთარ ჭილაძე 80 წლის გახდებოდა.მისმა შემოქმედებამ ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა არა მარტო ქართულ, არამედ მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში, რომლის ფაქტიური დადასტურებაა ის, რომ ოთარ ჭილაძის ლიტერატურა არა ერთხელ ითარგნა სხვადასხვა ენებზე.

ოთარ ჭილაძეს საზოგადოების აქტიური ყურადღება არასოდეს მოკლებია, არც მაშინ როცა მისი შემოქმედება და ხედვა აშკარად ეწინააღმდეგებოდა იმდროინდელ მავანთა პოლიტიკურ შეხედულებებს.image

ფართო აღიარება ჰპოვა მისმა ნაწარმოებებმა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში, როცა ფრანგულ ენაზე ითარგმნა არა ერთი ლექსი თუ სხვადასხვა პროზაული ნაწარმოები, რომელიც კრიტიკოსების შეფასებით ქართული პროზის ისტორიაში შეფასებული იქნა სრულყოფილ ქმნილებად.image

ალბად არა ერთმა ფრაზამ შეძრა თითოეული ჩვენთაგანის სული, როდესაც ღირსეული მწერალი წერდა:


-"სამშობლოს სიყვარულით ყველაფრის გამართლება არა მარტო უსინდისობაა, ჩამორჩენილობაცაა უკვე...."

-"ქართველებს რომ გულში უდევთ, ის საქართველო აღარ არსებობს..." ან კიდევ:-"სამშობლო იქ არის, სადაც უკეთესად გრძნობს კაცი თავს და არა იქ, სადაც მამა-პაპის ცოდვების გამო ადვილი შესაძლებელია შენც წაგაცალონ თავი..."

- "ოთარ ჭილაძე იყო უდავოდ ღვაწლმოსილი მოღვაწე, შესანიშნავი პოეტი, შესანიშნავი პროზაიკოსი, დრამატურგი, ესეისტი, სცენარისტი.მისი მრავალმხრივი ნიჭი ლიტერატურის ყველა სფეროს გასცდა და სწორედ ამიტომ მოიპოვა დამსახურებული აღიარება ლიტერატურულ საზოგადოებაში.ის არის და იქნება ყოველთვის თავისი დროის გულრწფელი მემატიანე".-ამბობდა ოთარ ჭილაძის მეგობარი და კრიტიკოსი გურამ გეგეშიძე.

image


ღირსეული მამულიშვილის 80 წლის იუბილე მოკრძალებულად, ახლობლების წრეში გაიმართა.თუმცა იუბილესთან დაკავშირებით მსახიობ გოგი ხარაბაძის ახალი აუდიო წიგნის "ოთარ ჭილაძის პოეზიის"პრეზენტაცია გაიმართა.როგორც ცნობილია, მსახიობი გოგი ხარაბაძე ოთარ ჭილაძის შემოქმედების წარმოჩენის ექსკლუზიურ უფლებას ფლობს.

4
85
21-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
85
  
2013, 22 მარტი, 1:09
ქართველებს რომ გულში უდევთ,ის საქართველო აღარ არსებობს.კარგია.
2013, 21 მარტი, 17:49
რატომ??????
2013, 21 მარტი, 17:11
ჩემგან ბევრი ლაიქი ამ სტატიას
0 1 4