x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134544
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508667
კატრინ დენევი

image


კატრინ დენევი__გამოჩენილი ფრანგი მსახიობი დაიბადა 1943 წლის 22 ოქტომბერს, მას სხვანაირად “საფრანგეთის ბოლო მეგავარსკვლავს" უწოდებენ.


კატრინმა ვარსკვლავის სტატუსი კანის ტრიუმფის შემდეგ მოიპოვა, მუსიკალურ ფილმში “შერბურული ქოლგები "(1964). შემდეგი მთავარი როლი მან შეასრულა ფსიქოლოგიურ თრილერში პოლანსკის რომანის მიხედვით. “ზიზღი"__ეს იყო გამოჩენილი რეჟისორის პირველი ინგლისურენოვანი ფილმი.


მისი დის, კინომსახიობის ფრანცუაზ დორლეაკის გარდაცვალების შემდეგ დენევმა კვლავ მიიპყრო მაყურებლების და პრესის ყურადღება, როგორც კინოდუეტის მონაწილემ ფილმში “გოგონა როშფორიდან". რომელშიც მათ შეასრულეს დების, დელფინ და სოლანჟ გარნიე.




image


წარმატება მას სულ მუდამ თან დასდევდა ბოლო წლებშიც. კრიტიკოსებმა განსაკუთრებით აღნიშნეს მისი როლი დრამაში “ ინდო-ჩინეთი"(1992). რომელმაც მოიპოვა ოსკარი, როგორც საუკეთესო უცხოურმა ფილმმა.


მსახიობის ვოკალური მონაცემები შეიძლება აღინიშნოს ფილმში “მე თქვენ მიყვარხართ"(1980).სადაც ის სერჟე გენსბურთან ერთად ასრულებს მის სიმღერას.


ამბობენ, რომ ფრანგული კინოს ვარსკვლავი მადამ_დენევი, ეს სევდიან თვალებიანი, სიტყვაძუნწი ქერათმიანი, თავისი მკაცრი და ჩაკეტილი სახით, მუდამ ხიბლავს მაყურებელს__მისი რბილი ხასიათით, რომელიც არც ისე ხშირად არის ზედმეტად ძლიერი და მკაცრიც. მისი მთელი კარიერა ხელისგულივით ჩანს. რასაც ვერ ვიტყვით მის პირად ცხოვრებაზე, რომელიც არა მარტო არ აშკარავდება, არამედ საგულდაგულოდ იფარება გარეშე პირთაგან.

ვერ დაიმალა პუბლიკისათვის კავშირი ისეთ მსოფლიოში ცნობილ მსახიობთან, როგორიც იყო მარჩელო მასტროიანთან ურთიერთობა, რომელიც მან გაიცნო ფილმის “ეს ხდება სხვებთანაც" გადაღების დროს.



image



მარჩელო მასტროიანის და დენევის ურთიერთობამდე კატრინმა კავშირი გაწყვიტა ცნობილ რეჟისორ ფრანსუა ტრიუფოსთან, რომლის გამოც მას ცუდი მოგონებები დარჩა. ამის შემდეგ მარჩელო და კატრინ დენევი ერთად იყვნენ. მათ გაუჩნდათ გოგონა კიარი. მარჩელო მასტროიანმა სიკვდილის წინ მხოლოდ მისი და ქალიშვილის ნახვა მოისურვა. ის კატრინს სიცოცხლის ბოლომდე აღმერთებდა.


2003 წელს კატრინმა თავისი 60 წლის იუბილე აღნიშნა. მაგრამ მიუხედავად მისი სოლიდური ასაკისა იგი ახალგაზრდულად და ძალიან ლამაზად გამოიყურება.image

0
191
4-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
191
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0