x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134545
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508667
"პახმელიაზე" გაცნობილი 3

imageმარტის დასაწყისს ვერ ვიტან, უფროსწორად მთლიანდ მარტს ვერ ვიტან, გაზაფხულის მოლოდინში ზამთრის გაგრძელება შემრჩება ხოლმე და ცხოვრების ხალისი მეკარგება, საშინელებაა როცა სახლიდან კარგ ხასიათზე გამოხვალ მაგრამ გზაში მარტის გიჟური გამოხტომების ატანა გიწევს. საერთოდ ქუჩაში ყოველთვის დაფიქრებული დავდივარ, ამ დღეს განსაკუთრებით დაფიქრებული ვიყავი, მაგრად მშიოდა და მეძინებოდა, ერთი ფინჯანი ცხელი ყავა და თბილი ფუნთუშა მელანდებოდა.თითქოს ვგრძნობდი კიდეც ცხელი ყავის განუმეორებელ არომატს, შორიდან ხმა ჩამესმოდა, ვიღაცა ქეთის ეძახდნენ, არც მივბრუნებულვარ, ისევ ყავაზე ვფიქრობდი. უეცრად ვიღაცა მხარზე შემეხო, უფროსწორად დამეჯახა, ახალგამოღვიძებულივით შევკრთი და გაღიზიანებული მივტრიალდი, ეს გაღიზიანება გაკვირვებამ შეცვალა, ღიმილნარევმა გაკვირვებამ, ისევ ლადუნა ...
სიმართლე გითხრათ მასთან შეხვედრას აღარც კი ველოდი, მასეთი სასიამოვნო და რომანტიკული შემთხვევების ნაკლებად მჯერა, მოკლედ მე როგორც ყოველთვის ენა ჩამივარდა და გაფართოვებული თვალებით მივაჩერდი
– რომ გეძახდი რატომ არ იხედებოდი?
-მე მეძახდიი?
– ხო, ყველამ მომაქცია ყურადღება შენ გარდა .
– ხოო, ჩაფიქრებული მივდიოდი და . . .
– როგორ ხარ ქეთ?
რა ქეთ? აუ ქეთი ვარ ხოო, დამავიწყდა, ისე ამ ბიჭს როდის უნდა ვუთხრა რომ სახელი კიდე მოვატყუე, ან რატომ მოვატყუე არ ვიციი, ეს ტუტუცური რამეები რატომ გვხიბლავს გოგოებს?
– კარგად, შენ როგორ ხარ? აღარ მეგონა კიდევ თუ გნახავდი...
– მე დარწმუნებული ვიყავი, რომ შეგხვდებოდი.
– მართლა, რატომ?
– რავიცი რახან ერთხელ შეგხვდი, მერე მეორედ, ვიცოდი მესამედაც შეგხვდებოდი.
(არის მაგაში რაღაცა ლოგიკა, გავიფიქრე და ცოტათი სულელური ღიმილი ვრტყოცნე, რომელსაც მაშინ ვიყენებ, როცა სათქმელი არაფერი მაქვს. )
– კარგად გამოიყურები
– მადლობ, შენც. .. .
ისევ თვალებში ჩავაშტერდი, რატომღაც ახლა უფრო მუქი მწვანე და ორმაგად მოელვარე მომეჩვენა.
წამიერად აღმოვაჩინე რომ მასთან ძალიან ახლოს ვიდექი, არ ვიცი ქარმა თუ მასთან სიახლოვემ, მაგრძნობინა მისი სურნელი, რომელმაც მასთან ყოფნის სურვილი უფრო გამიღრმავა.
არ ვიცი სადამდე გაგრძელდებოდა ეს უცნაური და ამავე დროს სასიამოვნი წუთები, რომ არა ერთი ჩემი ნაცნობი, რომელიც ის იყო გამოვიდა საკანცელარიო მაღაზიიდან, რომლის წინაც ჩვენ ვსაუბრობდით, შორიდანვე ღიმილით გამოემართა ჩემსკენ და გადამკოცნა
– ხატიი, როგორ ხარ გოგო, სად ხარ დაკარგული?
ისე დავიძაბე მეტყველების უნარი წამერთვა და ხან ჩემს ნაცნობს ვუყურებდი და ხან გაოცებულ ლადუნას.
– კარგად, შენ როგორ ხარ?
ძლივს გასაგონი ხმით ამოვილუღლუღე.
მოკლედ ჩემმა ნაცნობმა საბედნიეროდ მალე დამანება თავი და დამემშვიდობა.
– კაი ხატი, დამირეკე მერე, ან შემომიარე, კარგაად !
არ ვიცოდი როგორ დამეწყო საუბარი, როცა მის გაოცებულ სახეს შევხედე, მივხვდი საუბრის დაწყებას აზრი არც ექნებოდა, უცებ წარმოვიდგინე, რას ფიქრობდა ჩემზე და ვაცალე ისევ თვითონ ეკითხა რამე.
– ხატია? ისევ მომატყუე სახელი?
თავი ჩავღუნე და ნერვიულად გამეცინა
– ხო ისევ მოგატყუე, ხატია მქვია...
– როგორც ჩანს, ჩემზე სერიოზულად არც გიფიქრია, ლამაზი სახელი გაქვს და არ მესმის რა საჭირო იყო ორჯერ ჩემი მოტყუება. . .
ამ სიტყვების თქმის დროს ღრმად ამოისუნთქა, აშკარად ეტყობოდა რომ გულ დაწყვეტილი იყო.
– მაპატიე, ისე უბრალოდ მოგატყუე
– ისე, უბრალოდ ტყუილების თქმა გეყვარება ალბათ...
– არა ტყუილი არ მიყვარს. . .
საცოდავი სახე მქონდა ალბათ, მე ასე მგონია, იმიტომ რომ სრულიად ძალა გამოცლილი ვიდექი მის წინ.
– კაი, გამიხარდა რომ შეგხვდი, კარგად ხატი.
ნაწყენი გამომეტყველებით შემომხედა და წავიდა. ალბათ სხვა ჩემს ადგილას შეეცდებოდა მის გაჩერებას, მე არ გავაჩერე...

0
61
2-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0