x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508667
სერიალი გადამზიდი (მთავარი გმირები)

image

ამ სტატიაში გესაუბრებით სერიალ გადმზიდის მთავარ გმირებზე.
კრის ვენსიბრიტანელი მსახიობი კრის ვენსი დაიბადა 1971 წლის 20 დეკემბერს. კრისი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა შემდეგი როლებიდან: ჯეკ გალაჰერი, ფოქსის სერიალიდან "Mental" და ჯეიმს ვისტლერი სერიალიდან გაქცევა. ახლა კი ის მთავარ როლს ასრულებს გადამზიდში.
დელფინა შანეაკი დელფინა შანეაკი დაიბადა 1978 წლის 14 ნოემბერს. ის არის მსახიობი, მოდელი და DJ-ი. დელფინა 90-იანების დასასრულსა 2000 წლის დასაწყისში მუშაობდა ძირითად ფრანგულ კინოეკრანებზე. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ფილმიდან Splice.
ანდრეა ოშვარტიანდრეა ოშვარტი დაიბადა 1979 წელს ბუდაპეშტში.ანდრეა ცხოვრობდა უნგრეთის საზღვრებს გარეთ 1996 წლამდე, შემდეგ მან მეორე ადგილი აიღო კონკურსში "Look of the Year Competition"-ში. სწორედ ეს გახდა ბუდაპეშტში დაბრუნების მიზეზი. მან წარმატებით დაამთავრა იტალიურ უნგრული ორენოვანი საშუალო სკოლა. მან 5 წელი დაუთმო იტალიური ენის, კულტურის და ლიტერატურის შესწავლას ხელოვნების დეპარტამენტის "Eötvös Lóránd" უნივერსიტეტში. ის გატაცებული იყო ცეკვით 13 წლიდან. ანდრეა რამოდენიმე წელში 30-მდე სატელევიზიო რეკლამაში გადაიღეს. მას გაუმართლა და პატარა როლი მისცეს ფილმში ჯაშუშური თამაში (2001 წელს) სადაც თამაშობდნენ რობერტ რეტფორდი და ბრედ ბიტი. ეს იყო ის პერიოდი როდესაც მიხვდა, რომ მთელი მისი ენერგია და გონება უნდა მიემართა სამსახიობო კარიერისკენ და ასეც მოიქცა. მან აირჩია სამსახიობო კარიერა. 2003 წლიდან ცხოვრობს რომში. ანდრეა შესანიშნავად საუბრობს სამ ენაზე: ინგლისურად, იტალიურად და უნგრულად.

4
105
21-ს მოსწონს
ავტორი:ბესო დანელია
ბესო დანელია
105
  
2013, 19 მარტი, 23:10
"ბატონო ბესო, "

მძიმე ზედმეტია, ბოდიში
2013, 19 მარტი, 23:04
ბატონო ბესო, ფორმაშია როგორც ყოველთვის!
0 1 4