x
image
კატაპულტი
სასაცილო და უცნაური
image28 წლის სერბი გოგონა, ბოიანა დანილოვიჩი ყველაფერს თავდაყირა ხედავს.ეს მისი თანდაყოლილი დაავადებაა.მის სახლში ორი ტელევიზორი დგას:ერთი მისი ოჯახისათვის და ერთიც მისთვის.სტუმრებისათვის ღიმილის მომგვრელია ეს სურათი, მაგრამ ბოიანასთვის ეს სრულიად რეალური სამყაროა.

“ვიღაცისათვის ეს შეიძლება სიგიჟე იყოს, მაგრამ ჩემთვის სრულიად ნორმალურია"-აცხადებს 28 წლის სერბი გოგონა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ამ ანომალიის მიზეზი ტვინში არსებული ცდომილებაა.მასაჩუსეტსის ტექნიკური ინსტიტუტისა და ჰარვარდის უნივერსიტეტის ნევროლოგების განცხადებით, ეს არის ორიენტაციის ფენომენი.თვალები აბსოლუტურად ნორმალურად ხედავენ ყველაფერს, მაგრამ ტვინი ახდენს სურათების ამოტრიალებულად აღქმას.

მეცნიერებს აქამდე ჰქონიათ შემთხვევები, რომლებიც დაკავშირებული იყო უკუღმა წერასთან, თუმცა მიზეზი მაშინაც ამოუცნობი დარჩა.


“რატომ ხდება ეს ასე, ზუსტად არავინ იცის.მათ მხოლოდ ის იციან, რომ ეს ხდება და ეს ტვინის რომელიღაცა კუნჭულის არასწორი მოქმედების შედეგია"-აცხადებს გოგონა.

ბოიანა დანილოვიჩი დაბადებიდან ასეთია და მისთვის სხვა სამყარო უცნობია.იგი სერბეთის ქალაქ უზიცეს მერიაში მუშაობს და კომპიუტერის სპეციალური მონიტორით სარგებლობს.როცა შესაძლებელია, სერბ გოგონას ამგვარი ხრიკებით ეხმარებიან, მაგრამ ქუჩაში სიარულისას მსგავსი რამ წარმოუდგენელია.

0
46
5-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0