საზოგადოება ათი საუკეთესო მიზეზი,თუ რატომ უნდა დაანებოთ სიგარეტის მოწევას თავი 2013, 19 მარტი, 13:21 ![]() 1.დავიწყოთ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანით - ფულით.ბევრი ადამიანი ჩივის, რომ მას არ აქვს ფული, ან არასაკმარისი აქვს ის.მწეველებმა უბრალოდ ყურადღება უნდა მიაქციონ შემდეგს:ვინც ყოველდღიურად ერთ კოლოფ სიგარეტს ეწევა, იგი დაახლოებით 2ლარს ხარჯავს ამაში.წელიწადში ეს გამოდის 800 ლარამდე (არ დაგავიწყდეთ, რომ სიგარეტის მოსაკიდებლად სანთებელა ან ასანთიც გჭირდებათ).წარმოიდგინეთ, რამდენი შრომა გიწევთ ამ თანხის საშოვნელად და რამდენ სასიკეთო საქმეში შეიძლება გამოიყენოთ ის. 2.მამაკაცები, რომლებიც ერთ დროს ნამდვილი გმირები იყვნენ საწოლში, დროთა განმავლობაში სექსში არასასურველი პარტნიორები ხდებიან ქალებისათვის.მამაკაცებო, ხომ არ არის ეს სიგარეტის ბრალი?ამაზე დაფიქრება ნამდვილად ღირს. 3. ![]() 4.დასაოჯახებელი ბრძანდებით? თუ მწეველი ხართ, შეიძლება ასეც დარჩეთ.გამოკითხული 5000-მდე დასაოჯახებელი ადამიანის 63%-ს ვერც კი წარმოუდგენია მწეველთან თანაცხოვრება. 5. ![]() 6.სიგარეტი სხვა მძიმე დაავადებების გამომწვევიცაა.იგი ითვლება კიბოს წარმომშობად, შეიცავს მაღალტოქსიკურ ნივთიერებებს.ნიკოტინი წარმოადგენს ნერვის შხამს, რომელიც იწვევს სისხლძარღვების შევიწროებასა და მაღალ არტერიულ წნევას. 7.დამტკიცებულია, რომ მწეველები უფრო ადვილად ცივდებიან და ძნელად გამოჯანმრთელდებიან, ვიდრე არამწეველები.ამის მიზეზი გახლავთ დასუსტებული იმუნიტეტი, რომელიც სიგარეტის წევისაგან არის გამოწვეული. 8.იცით ვაშლის ან ახლადდაკრეფილი მარწყვის გემო?მწეველებმა ამ კითხვაზე უდაოდ თავი უნდა გაიქნიონ, რადგან სიგარეტი ხელს უშლის გემოსა და სუნის რეალურად აღქმას.გასინჯეთ ახალი ხილი სიაგრეტის მოწევისას, დაიმახსოვრეთ მისი გემო და 48 საათის შემდეგ, ისე რომ აღარ მოწიოთ, ისევ დააგემოვნეთ იგივე ხილი, თქვენ ნამდვილ აღმოჩენას გააკეთებთ. 9.სიგარეტის მოწევა არ ითვლება სექსუალურად, როგორც ეს უამრავ ფილმში იყო ძველად წარმოდგენილი.მწეველი მარლენ დიტრიხი ან ოდრი ჰეპბერნი უწინ კარგად ტონად ითვლებოდა, მაგრამ თავად განსაჯეთ, მოგეწონებოდათ საოცნებო ქალები რომ გეხილათ მოყვითალო ხელის თითებით ან მონაცრისფრო და მოჭმუჭნული კანით? 10.სიგარეტის თავის დანებებით ბევრი რამ შეიცვლება თქვენს სხეულში: უკანსკნელი მოწეული სიგარეტიდან 20 წუთში ნორმაში დგება სისხლის მოქმედება, 8 საათის შემდეგ თქვენ აღარ გაქვთ მწეველისათვის დამახასიათებელი მძიმე სუნთქვა, 3 დღის შემდეგ საგრძნობლად გიუმჯობესდებათ სუნთქვა, 3 თვის შემდეგ თქვენი ფილტვები ხდება თავდაცვისუნარიანი ბაქტერიების წინაშე, სისხლი უკეთესად ცირკულირდება სისხლძარღვებში.ერთი წლის შემდეგ თქვენი გულის დაავადების რისკი უტოლდება არამწეველისას.ათი წლის შემდეგ კი თქვენი ფილტვის კიბოთი დაავადების რისკი უთანაბრდება არამწეველისას. ნუ გაცვლით სიცოცხლესა და კეთილდღეობას სიგარეტზე!!! 1331 5-ს მოსწონს
|