პოეზია თქვი სიმართლე 2013, 18 მარტი, 17:18 იმ ცრემლებად დაიცალა სანთელი, წვეთ-წვეთად რომ ლოყის თავზე დიოდა, მთის მწვერვალებს დასდგომოდა ნათელი, საიდანაც არწივები წიოდა. მოხევეთა მამა-პაპის სიწმინდე, სიმართლისთვის ანთებული გული, რომ ტყუილზე არასოდეს დარეკავს, წმინდა ზარი ხარის რქაზე ბმული. რომ არასდროს არ შეგინდობს მოძღვარი, თუ არა თქვი გულში მართლა რაც გაქვს, რომ უფალი მაღლიდან იყურება და ყოველთვის არჩევს მტყუან-მართალს. 37 1-ს მოსწონს
|