პოეზია ფიქრები 2013, 18 მარტი, 22:14 ახლა აწმყოს ვეღარაფერს გაუგებ, წარსულიც კი სადღაც უკან დარჩა, მომავალს კი სულ ვერაფერს მიხვდები, ღმერთმა იცის მარტო ჩვენი განსჯა. ჩვენი ყველა ნაბიჯი და ფიქრები, ხან ტრაბახი ხან კი ჩუმი დასჯა, ღვთის წინაშე რა უძლურნი ვყოფილვართ, ჩვენი ნებით არაფერი არ სჩანს. ხან წინ ვუსწრებთ მოვლენებს და ვიქადნით, მხოლოდ სიტყვით გული ვის რა უნდა, ხან მომავალს ისე წამოვსახავთ, რომ ეშმაკსაც კი ეცინება ჩუმად. არაფერი ამქვეყნად არ არის, თუ შენს გულში ღმერთის შიში არ გაქვს, ხან მისწვდები, ხან კი განზე დარჩები, ყველაფერი მოაქვს ღმერთის ძალას. ღვთის წყალობა თუ თან დაგდევს, და თუ გული მისკენ გაქ, ნაპირისკენ მიგაცურებს, იმ შენს ყველა ფიქრებთან 20 1-ს მოსწონს
|