x
image
ხიზანიშვილი
ქართული კოკა-კოლა პუტინის რეზიდენციაში

image- რუსეთის პრეზიდენტის ნოვო-აგარევოს რეზიდენციაში, ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს "უცნაური" კოკა-კოლა, რომლის ეტიკეტი სრულიად ქართულ ენაზე იყო. ამის დამნახავი "პატრიოტი" ჟურნალისტები არ დაიბნენ და რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანს, დიმიტრი პესკოვს შეატყობინეს ამის შესახებ და მიუთითეს, რომ რუსეთში ქართული პროდუქციის შეტანა აკრძალულია რუსეთის სანიტარული ინსპექციის მიერ. პასუხად დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სანიტარულ ინსპექციას ქართული კოკა-კოლა არ აუკრძალავს, მაგრამ "სკანდალური" ბოთლი მაინც გადაიგზავნა რუსეთის სანიტარულ ინსპექციაში შემოწმებისათვის.

0
107
9-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0