x
image
ხიზანიშვილი
ევროსაბჭომ რეზოლუცია მიიღო
image- სტრასბურგში, საქართველოსთან დაკავშირებით ახალი რეზოლუცია მიიღეს. ქართულმა მხარემ შენიშვნები ერთობლივად მოამზადა და რეზოლუციის ტექსტით უკმაყოფილო იყო მხოლოდ რუსული დელეგაცია. ევროსაბჭომ თითქმის ყველა ის შენიშვნა გაითვალისწინა, რომელიც ქართულმა დელეგაციამ შესთავაზა. რეზოლუციაში კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ტერმინი "ოკუპაცია" და რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენელი ნაწილია.

- რეზოლუციის განხილვა მწვავე დებატების ფონზე მიმდინარეობდა. მთავარმა მომხსენებელმა განაცხადა, რომ ის ზეწოლას განიცდიდა, ანგარიშის მომზადებისას, რუსული და ქართული დელეგაციების მხრიდანაც. შვედი დიპლომატი იმყოფებიდა აფხაზეთში, თუმცა მან ვერ მოახერხა სამხრეთ ოსეთში ჩასვლა. ახალ დოკუმენტში, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების ჰუმანიტარულ მდგომარეობას და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობას შეეხება, ჩაიწერა, რომ საქართველოს მთავრობამ და ევროსაბჭომ უნდა იზრუნონ 2008 წლის ომის დროს დაზარალებულებზე.

- რეზოლუციის განხილვის დროს გაკეთდა რამდენიმე განცხადება, რომელთა ნაწილსაც უცვლელად გთავაზობთ:

- "მინდა შეგახსენოთ, რომ აგვისტოს ომის შემდეგ უამრავი რეზოლუცია მივიღეთ. ქართველებმა გააკეთეს ყველაფერი რაც მოვთხოვეთ, რუსებმა კი თითქმის არაფერი. მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ოქტომბრის არჩევნებზე, ვიცი, რომ კარგად ჩაიარა, პირველად შეიცვალა ხელისუფლება რევოლუციის გარეშე, ეს კარგია. გამარჯვებული კოალიციის ლიდერმა განაცხადა, რომ მისი პრიორიტეტი გაყინული კონფლიქტის მოგვარება იყო, მაგრამ ამის ნაცვლად, ახალმა მთავრობამ, ძალისხმევა არ დაიშურა ოპოზიციონერების დაკავებისთვის. ამას სხვა სიტყვებით ვერ ავხსნით, ეს არის შურისძიება. ისინი აშანტაჟებდნენ პარლამენტარებს, მათ ოჯახებს, რომ გაწევრიანებულიყვნენ ქართულ ოცნებაში. მათ განახორციელეს შეტევა დამოუკიდებელ სასამართლოზე და მედიაზე. ხალხი ისედაც სტრესშია კონფლიქტების გამო, მათ აირჩიეს "ქართული ოცნება", მაგრამ მიიღეს ქართული კოშმარი."


- "ჟენევის მოლაპარაკებები რჩება ერთადერთ ფორმატად მხარეებს შორის მოსაგვარებელი საკითხების განსახილველად. ამ კონტექსტში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსი, ქართველებისთვის, მთავარ პრობლემად რჩება. 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გამოჩნდა, რომ ახალ მთავრობას ახალი მიდგომა ექნება რუსეთთან. შედგა აბაშიძისა და კარასინის შეხვედრა, ვფიქრობ ეს არის სწორად გადადგმული ნაბიჯი."

- ასევე საინტერესო იყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის წევრის, ირაკლი ჩიქოვანის გამოსვლა: "ამ დარბაზში, რამდენიმე წლის წინ, ქართველმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ მე ვარ ქართველი და მაშასადამე ევროპელი. დღეს 500 000 ასეთი ევროპელი დევნილია. მოვუწოდებ ევროსაბჭოს, მხარი დაუჭიროს ამ რეზოლუციას. არ უნდა დაგვავიწყდეს რატომ ხდება ასე. ჩვენი ქვეყნის 20 % ოკუპირებული აქვს უცხო ქვეყნის სამხედრო ძალას, რომელიც აფერხებს ჩვენს ურთიერთობას აფხაზ და ოს ძმებთან. ჩვენ წარმოვადგენთ ახალ მთავრობას და ვაცხადებ, ყველაფერს გავაკეთებთ დევნილებისა და იძულებით გადაადგილებულების უფლებების აღსადგენად."

1
35
3-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
35
  
2013, 23 იანვარი, 20:20
"კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ტერმინი "ოკუპაცია""-მთავარი ეს არის
0 1 1