კინო გარდაიცვალა ბადრი ბეგალიშვილი. 2013, 16 მარტი, 16:48 80 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართული კინოს და თეატრის გამოჩენილი მსახიობი, ბაადურ(ბადრი) ბეგალიშვილი.დაიბადა 1933 წლის 5 აპრილს ქალაქ ქუთაისში, 1951 წელს დაამთავრა 35-ე საშუალო სკოლა ქალაქ თბილისში, 1958-60 წლებში ზუგდიდის თეატრის მსახიობი იყო, 1961 წლიდან თბილისშია, მუშაობდა სახელმწიფო ფილარმონიაში, მარჯანიშვილის თეატრში, 1963 წლიდან მუსკომედიის თეატრის მსახიობი იყო, მინიჭებული ჰქონდა საქართველოს დამსახურებული არტისტის(1980წ.) და საქართველოს სახალხო არტისტის(1990წ) წოდებები.მონაწილეობდა უამრავ ქართულ მხატვრულ ფილმში:"ჩარი რამა"-1972(ჭიპილია);"წკიპურტები"-1973;"ერთი ნახვით შეყვარება"(1975წ.);"ჩირიკი და ჩიკოტელა"-1975(ჩიკოტელა);"ქალაქი ანარა"-1976;"კაცია-ადამიანი?!-1979(მოურავი);"თეთრი ბაირაღები"-1990(მოშიაშვილი);"დონ ჟუანის დაბადება"-1995(აღა);"შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი"-1996;"მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი"-2008 და სხვა.მსახიობს გადაასვენებენ მუსკომედიის თეატრში, დაკრძალვა 19 მარტს მოხდება. 735 5-ს მოსწონს
|