პოეზია მილოცვა დისშვილს 2013, 15 მარტი, 16:22 ![]() ![]() მილოცვა დისშვილს პატივი მერგო, რომ მოგილოცო, დაბადებიდან ორი წლის თავი. მსურს, რომ გლოცავდე მრავალ წელიწადს, არ მოგეკაროს ცუდი და ავი. მინდა, ბედნიერს გხედავდე მუდამ, სიხარულითა მავალს, მორბენალს, ვაჟკაცობითა განთქმულსა, ლაღსა, სიმამაცითა გაჯერებულსა. შენს პაწაწინა, თოთო ხელიდან, მიმჭკნარ ხელამდე გზა დაგელოცოს. ღვთისმშობელმა და უფალმა ჩვენმა, მარად შენს კარგზე რომ ილოცოსა. შენს სამშობლოსა და ქვეყანასა, ასახელებდე მუდამ ერთგულად. წარმატებულად და ბედნიერად, დღენი გელიოს შენ ღირსეულად. თამო ჯიქია ![]() ![]() 95 7-ს მოსწონს
|