ადმინისტრაციული აიკრძალება თუ არა აზარტული თამაშები და გაუქმდება თუ არა "ონლაინ" ტოტალიზატორები 2013, 14 მარტი, 14:52 - აზარტული თამაშები და მათი რეკლამა შესაძლოა აიკრძალოს. საკანონმდებლო ინიციატივა კობა დავითაშვილს ეკუთვნის და პარლამენტმა ის პირველი მოსმენით უკვე მიიღო. აკრძალვა შეეხება ყველა სახის თამაშს გარდა წამახალისებელი ლატარიებისა. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში გაუქმდება ონლაინ აზარტული თამაშებიც, დაწესდება ჯარიმები. კანონის დარღვევის შემთხვევაში პირველადი ჯარიმა 10 000 ლარი, განმეორების შემთხვევაში კი 20 000 ლარით განისაზღვრება. აიკრძალება ის სატელევიზიო გადაცემები და ყველა სახის რეკლამა, რომელიც აზარტულ თამაშებს უკავშირდება. კანონის ამოქმედების შემთხვევაში გამკაცრდება არასრულწლოვანთა კონტროლიც. - კობა დავითაშვილის განცხადებით, საზოგადოების ნაწილს აზარტული თამაშების მიმართ, ისევე როგორც ნარკოტიკების მიმართ, უვითარდებათ დამოკიდებულება და ეს არის ავადმყოფობა. დავითაშვილის საკანონმდებლო ინიციატივას კატეგორიულად არ ეთანხმება სათამაშო ბიზნეს ასოციაციის თავჯდომარე. ლევან ახვლედიანი აცხადებს, რომ კანონპროექტის ამოქმედება გამოიწვევს სხვადასხვა სპორტული ტელეარხების დახურვას, სათამაშო ბიზნესის ჩავარდნას და ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლის ვარდნას. ახვლედიანი კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში "იატაკქვეშა" აზარტული თამაშების განვითარებას არ გამორიცხავს. 185 10-ს მოსწონს
|