x
image
ბესო დანელია
ფორდ მუსტანგი
image

ამ სტატიაში მინდა გესაუბროთ "ამერიკული კუნთების" ოჯახის ერთ-ერთ ღირსეულ წევრზე. "მისი სახელი და გვარია ფორდ მუსტანგი". მუსტანგი პოპულარული ამერიკული ავტომანქანაა, მან პუპულარობა საქართველოშიც მოიპოვა. საქართველოში მუსტანგის კლუბიც არის შექმნილი მისი ზუსტი სახელწოდებაა image
MUSTANG TEAM OF GEORGIA. სტატიაში ასევე შემოგთავაზებთ "ქართული მუსტანგების" სურათებსაც. ახლა კი გაგაცნობთ მის წარმოშობის ისტორიას.
პირველი დიზაინი ფალკონის ბაზაზე შეიქმნა და პირველი მუსტანგის სერია, თეთრი კაბრიოლეტი შავი ინტერიერით ფორდის ამწყობი საამქორდან 1964 წლის 9 მარტს გამოვიდა დიბორნში. ფორდმა საზოგადოებას ეს მოდელი ნიუ-იორკის მსოფლიო ავტო-გამოფენაზე 1964 წლის 17 აპრილს, ხოლო 19 აპრილს კი სამივე ამერიკული სატელევიზიო არხით გააცნო. ეს იყო ავტოინდუსტრიის ისტორიაში ყველაზე წარმატებული პროდუქციის წამოწყება, რომელმაც ფორდის დილერებს ამერიკის მთელ კონტინეტზე შეკვეთებისგან გასაქანი არ მისცა. ორიგინალმა მუსტანგმა ინდუსტრიაში მრავალ იმიტაციას მისცა დასაბამი. მოდელის არსებობის ადრეულ წლებში ის სპორტულობის და ფასის ერთ-ერთ საუკეთესო შეხამებად ითვლებოდა. მუსტანგის ლოგოს შექმნას სევდიანი ისტორია აქვს. ლოგო შექმნა 32 წლის დიზაინერმა ფილ კლარკმა, imageრომელიც სიკვდილის პირას იყო და ოცნებობდა შეექმნა რაიმე ისეთი რაც მისი სიკვდილის შემდეგ სამუდამოდ დარჩებოდა... მას ეს ნამდვილად გამოუვიდა. ასევე ფილს ეკუთვნის პირველი მუსტანგის ორ ადგილიანი კონცეპტი რომელიც გარკვეული მიზეზების გამო არ ჩაუშვეს წარმოებაში. ყველაფერთან ერთად მუსტანგი კინოვარსკვლავიცაა, 1965 წლიდან 2013 წლის ჩათვლით მუსტანგი 500-ზე მეტ ფილმშიაimage გამოყენებული როგორც მთავარი გმირის მანქანა. მაგალითად: Goldfinger (1964), Bullitt (1968), Diamonds Are Forever (1971), Gone in 60 Seconds (1974), Bull Durham (1988), True Crime (1999), Gone in Sixty Seconds (2000), The Princess Diaries (2001), Hollywood Homicide (2002), Cinderella Story (2004), I Am Legend (2007). ესაა მცირე ჩამონათვალი იმ ფილმების. ბოლოსკენ კი მინდა ვთქვა, რომ ფორდ მუსტანგი ჩემი ოცნების ავტომობილია.

image

image


image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

19
603
24-ს მოსწონს
ავტორი:ბესო დანელია
ბესო დანელია
603
  
2013, 6 ნოემბერი, 1:42
კარგად გიმუშავია
2013, 15 მარტი, 12:23
ახალა მოემატა
2013, 15 მარტი, 12:19
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ბესო დანელია-ის კომენტარზე
2013, 15 მარტი, 12:17
სამწუხაროდ არ მოემატა
2013, 15 მარტი, 12:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2013, 14 მარტი, 14:19
მადლობა გაიხარე! მაგარია
2013, 14 მარტი, 3:20
ჩემი საოცნებო მანქანაცაა ... ოღონდ 60 იანების ბოლოს გამოშვებული შელბები
2013, 14 მარტი, 3:19
საღოლ მაგარი სტატიაა (y)
2013, 14 მარტი, 0:14
ძმა მაგარ მუსტანგს 50 ათასში დავითრევ?
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10