სხვა როგორ იღუპებიან ჭეშმარიტი იდიოტები (ნაწილი I) 2013, 11 მარტი, 20:23 გაგიგიათ დარვინის პრემიის შესახებ? მასში მხოლოდ მიცვალებულები "მონაწილეობენ". ეს პრემია ყოველწლიურად გადაეცემა ყველაზე სულელურად გარდაცვლილ ადამიანთა ჭირისუფალს. აქვე გეტყვით, რომ საუბარია არა უბედურ შემთხვევებზე, არამედ საქციელზე, რომელსაც 4 წლის ბავშვიც იდიოტურს უწოდებს. წარმოგიდგენთ ამ კონკურსის რამოდენიმე გამარჯვებულს.
1)სტივ კონერი კალიფორნიის ერთ-ერთი ზოოპარკის თანამშრომელი იყო. ერთ დღეს მან ცხოველთა სასაქმებელი ზეთის 22 დოზა სპილოს დაალევინა, წამლის მოქმედების შესამოწმებლად მასტან უკნიდან მივიდა და უკანალზე მიაშტერდა. რამოდენიმე წუთში სტივი სპილოს ერთი ცენტნერი ფუნის ჭავლით დაიღუპა.
2)ჩრდილოეთ კაროლინის ქალაქ ნიუტონში მცხოვრები 47 წლის კენ ჩარლზი ღამით ტელეფონის ზარმა გააღვიძა. კენი წამოხტა, ტელეფონის ყურმილის ნაცვლად გვერდზე დადებული ოცდათვრამეტკალიბრიან იარაღს ხელი დაავლო, ყურზე მიიდო და ავტომატურ სასხლეტს დააჭირა თითი. 3)ერთ-ერთი ფლორიდელი კომივოიაჟორი ავტომობილით ელექტრობოძს შეეჯახა. პოლიციურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ მანქანის 130 კმ/სთ სიჩქარით მართვისას მძღოლი მარკეტინგის სახელმძღვანელოს კითხულობდა. 4)მომდვნო წელს პრემია გადაეცა ადამიანს, რომელიც ცდილობდა ავტომატიდან ფულის გადაუხდელად კოკა-კოლას ნჯღრევით ამოგდებას. ავტომატი მუქთახორას თავზე დაემხო და გაჭყლიტა. 5)სიძუნწემ დაღუპა ინგლისის საგრაფო უილკშირის ერთ-ერთი მცხოვრები, რომელმაც გარუჯვა მუქთად გადაწყვიტა და ერთ-ერთი საავადმყოფოს შენობაში შეიპარა. იგი დედიშობილა, მისი აზრით, ხელოვნური გარუჯვის აპარატში შეძვრა, რომელშიც 45 წუთი დაჰყო. საწყალი რას წარმოიდგენდა, რომ ეს დანადგარი დამწვრობის სამკურნალოდ იყო განკუთვნილი და მასში მხოლოდ 10წამს შეიძლებოდა გაჩერება. 78 4-ს მოსწონს
|