შოუბიზნესი თიკო სადუნიშვილი შეყვარებულთან ერთად მიემგზავრება 2013, 11 მარტი, 20:03 თიკო სადუნიშვილი უკვე ორი თვეა რაც ეკრანს მიღმაა. ოთხწლიანი "გიჟური" რეჟიმის შემდეგ, ისვენებს და როგორც თავად ამბობს უმეტეს დროს შვილს უთმობს. აქვს შემოთავაზებებიც, თუმცა ჯერ ბარსელონაში მიემგზავრება. თიკო სადუნიშვილს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ სკანდალური შოუ ბიზნესის წარმომადგენელი. თიკოს ძალიან უყვარს მოგზაურობა და ამას არც მალავს. მოგზაურობა მისი ერთ–ერთი საყვარელი საქმიანობაა, რომლის აუცილებელი ნაწილებია საუზმე მაღალი კლასის სასტუმროში, შოპინგი, კულტურული ტური, ღამის კლუბები და ეგზოტიკური კერძების დაგემოვნება – ეს ყველაფერი, რასაკვირველია, მაშინ, თუკი უცხო ქვეყანაში იმყოფება. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი სავარაუდოდ ახალი გადაცემის წამყვანად ვიხილავთ. "თბილისი LIVE" აღარ გავა ეთერში, ყოველ შემთხვევაში სექტემბრამდე, მერე ვნახოთო –ამბობს. ყოფილ ტელეწამყვანს დრო, ახლა სიყვარულისთვისაც უფრო მეტი აქვს. თიკოს ბარსელონაში თან ჟურნალისტიკის კურსების გავლა სურს და თან დაისვენებს. მისი თქმით ის შეიძლება მარტო არ წავიდეს, მის გვერდით არის ბიჭი რომელიც ძალიან უყვარს და შესაძლოა მასთან ერთად წავიდეს. კითხვა თუ ვინ არის თიკოს შეყვარებული, მან უპასუხოდ დატოვა. მოხლოდ ის თქვა რომ ქართველია. თიკო საზოგადოების დიდმა ნაწილმა შეიყვარა და მოუთმენლად ელის ხოლმე მის გამოჩენას სატელევზიო სივრცეში. 6601 9-ს მოსწონს 5-ს არა
|