კულტურა სკულპტურა ,,კარმა" 2013, 9 მარტი, 23:20 ეს არაჩვეულებრივი და უჩვეულო სკულპტურა__ “კარმა", შექმნა კორეელმა მხატვარმა დო ხო სუმ. ავტორმა გამოსახა მრავალი ერთმანეთზე მჯდომი მამაკაცი, სადაც თვითოეული მათგანი თვალს უხუჭავს ყოველ მის ქვემოთ მჯდომ ადამიანს. თავისებური ადამიანური კიბე, ბრმა ჯაჭვის შემადგენელი ნაწილია, სადაც ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია და ერთი მოქმედება უნებლიედ მეორეს ითრევს. ქანდაკება მიისწრაფვის ზემოთ, ცისკენ და წარმოშობს არაერთგვაროვან შთაბეჭდილებას. თვითოეული ადამიანი თავისუფალია ახსნას მისი მნიშვნელობა. იქნებ ეს ცხოვრებაა ცალკეული ინდივიდის, რომელიც ბრმად ერთი და იგივე შეცდომებს უშვებს და იღებს იგივე შედეგს. ან ეს მთელი თაობის ცხოვრებაა, სადაც ყველა საუკუნოვან ტრადიციას მისდევს და არ ფიქრობს გაახილოს თვალი და შეცვალოს ყველაფერი ამ სამყაროში. 23 4-ს მოსწონს 1-ს არა
|