ქალი და მამაკაცი ხერხი სჯობია ღონესა.... 2013, 9 მარტი, 23:01 სილამაზე, ჯანმრთელობა, ახალგაზრდობა! ![]() სამკომპონენტიანი გაუცნობიერებელი ბედნიერება ხშირად ნაწილ-ნაწილ ეძლევათ ადამიანებს __ სილამაზე ჯანმრთელობის ხარჯზე, ახალგაზრდობა ჯანმრთელობის სანაცვლოდ, ჯანმრთელობა სილამაზის გარეშე და ა.შ. ბუნებით მაქსიმალისტი, კაცთა მოდგმა, ვერა და ვერ შეეგუა ყველასთვის ასე სასურველ, მაგრამ "დანაწევრებულ სრულყოფილებას". ამიტომ ცდილობდა და ცდილობს შეუძლებელი შესძლოს __ სილამაზე, ჯანმრთელობა და ახალგაზრდობა__ მარადიულად აქციოს! ![]() ![]() თუმც ჯერ მათი გახანგრძლივებაც კი ვერ შეძლო თავდაუზოგავი ცდების მიუხედავად.. აი, კიდევ ერთი, ასეთი, 70-წლიანი "მცდელობა-ექსპერიმენტი" სულ ახლახანს, საჯარო გახადეს იაპონელებმა... ![]() ![]() აბაზანა მინერალების, აბაზანა ბალახების, აბაზანა ეთერზეთების, შოკოლადის, ტალახის, მზის და ქვიშის... ![]() ![]() კლეოპატრას ცნობილი რძის და მკვდარი ზღვის აბაზანები, ეკატერინე მეორის ორკბილას ნაყენის აბაზანები და...... სტოპ! ჩემი ცნობიერება აბაზანის ნაირსახეობათა შესახებ __ აქ დასრულდა (ვეჭვობ თქვენიც )... ყოვლისმცოდნე იაპონელებმა კი, ნახევარ საუკუნეზე მეტი იფიქრეს, იფიქრეს და გარეგნობაზე მზრუნველები, უკვე დამტკიცებულ, აპრობირებული მეთოდითა და დიდი ძალისხმევით___ ნახერხში აგორავეს! აი ასე! ![]() თურმე ნუ იტყვით და კედარ-კვიპაროსის ნახერხი___სასწაულებს ახდენს... 40 გრადუსამდე გამთბარი ნახერხის 15- 20 წუთიანი აბაზანა ხსნის დაძაბულობას, წონას არეგულირებს და მხნეობით გავსებს უკვე შლაკებიდან განთავისუფლებულ მსურველს... ეს ყველაფერი, მაღალი დონის მომსახურებით და შესაბამისი ანაზღაურების (პროცედურა70$ ) ფასად, პრესტიჟულ სალონებში, ჯერჯერობით ___ იაპონიაში! ![]() ![]() ხერხი სჯობია ღონესა...__ესმა ილიას ნათქვამი პარტარა იაპონელსა და ნახეთ რა იღონესა.... თუ კაცი მოიგონებსა, მიზეზს, სარწმონო-საჭიროს და არა ___ ძალსა-ღონესა.... p.s. დიდი ბიზნესი ___ პატარა იდეებით იწყება! კეთილი სურვილებით, მარად თქვენი ___ ი.ნ. 223 16-ს მოსწონს
|