x
image
ირინა ნადაშვილი
ქალი "ერთგულია" მხოლოდ 8 მარტს!
imageimage














ერთხელ კანტს ჰკითხეს რომელი ქალია ერთგული: შავგვრემანი თუ ქერაო? კანტმა უმალ მიუგო___ ჭაღარაო!


image


ფილოსოფოსები ენამოსწრებული და მახვილგონიერი ხალხია... არცაა გასაკვირი, ისინი ამ უკიდეგანო სამყაროში ხომ ყველაფერს აბსოლუტურად სხვა რაკურსით უცქერენ... შესაბამისად მათ ყველას, სამყაროში ყველაფერზე თითო ან რამოდენიმე, საკუთარი ან სხვისი___ ნააზრალი გააჩნიათ ; ზუსტად იმდენი რამდენიც თავად არიან___ ერთად, თუ ცალ-ცალკე აღებულნი...



მათ ასევე განსხვავებული და თანაც მსგავსი შეხედულებები აქვთ ქალებზეც ___ ამ კოსმიურ ქმნილებებზე, რომელთა ბუნების ამოხსნა პარადოქსია და თავდაც უჭირთ... ისინი ხომ ისე იბნევიან ქალბატონებთან ურთიერთობისას, როგორც კეთილსინდისიერი შეგირდი ოსტატის წინაშე..



imageimage










უფრო მეტიც: თუ კარგი ცოლი (ქალი?) შეგხვდება ჩათვალე რომ გაგიმართლა, თუ ცუდი ცოლი შეგხვდება, არა უშავს, უფრო გაგიმართლა რადგან ბედნიერი თუ არა___ ფილოსოფოსი მაინც გახდებიო!


image


ასე ურჩია სოკრეტემ მეგობარს, ერთხელ. ძალიან დიდი ხნის წინათ, ცოლის შერთვის აუცილებლობაზე!


თურმე თავსატეხად ქცეულ ქალებს უნდა ვუმადლოდეთ სამყაროში ამდენი მამაკაცის "გონების გამონათებას", ამდენ მწერალს, მხატვარს, პოეტს, კომპოზიტორს თუ პოლიტიკოსს, გენერალს თუ ჯამბაზს, იმგვარს თუ ამ გვარს!....


image
image












ასეა ბატონებო: ყველა ომს___ ქალებს აბრალებენ და სხვათაშორის მშვიდობასაც... ყველა დიდი ქმნილების შექმნას ასევე ქალბატონების ნებას ან მათდამი მიძღვნას აბრალებენ... პირველ ცოდვასაც და პირველ ხსნასაც.. ყველა წარმატებული მამაკაცის უკან ___ დიდი ბუნების ქალბატონს ეძებენ მუდამ გამალებით..

და საერთოდ მიაჩნიათ ___ "ეძიე ქალი!" ___ ყველაფრის მიღმა, მიზეზად ყველა ამბისაო...


image


მამაკაცები ყველაფერს ხომ ქალის "გულისთვის" სჩადიან! დიახ___ გულისთვის, მათი "გულის მოსაგებად" და არა მათთვის, მათდა საამებლად! აშენებენ, ანგრევენ, წერენ, ხატავენ და ჰქმნიან ყველაფერს იმიტომ რომ თურმე ჩვენ გვიძღვნიან..


და მაინც ყველაფრის მიუხედავად ქალებს სამყაროში ერთი დღე ერგებათ მხოლოდ და მხოლოდ და ეს დღე ___ 8 მარტია!



ქალბატონებო!


image

P.s__რას აკეთებთ მამაკაცებო ქალბატონებისთვის ყველაზე ხშირად???

image



























4
213
15-ს მოსწონს
ავტორი:ირინა ნადაშვილი
ირინა ნადაშვილი
213
  
2015, 24 ივნისი, 14:18
ვცხოვრობთ
2013, 7 მარტი, 14:16
ქალბატონებისთვის არ ვიცი მარა ერთისთვის ყველფერს ვაკეთებ... ერთგულებიდან დაწყებული სიგიჟით დამთავრებული... ყველაფერს რაც შემიძლია ... ოღონდ ის იყოს ბედნიერი.
2013, 7 მარტი, 14:16
”P.s__რას აკეთებთ მამაკაცებო ქალბატონებისთვის ყველაზე ხშირად???”

იმიტაციას, რომ რაღაცას ვაკეთებთ

ვხუმრობ, რა თქმა უნდა:))
2013, 7 მარტი, 14:15
და ეს დამპალი თვისება ქალში, ღალატი!
0 1 4