x
image
t.x.
შექმნილია ახალი, გამჭვირვალე მობილური ტელეფონი(+ ფოტოები და ვიდეო)
imageტაივანდური კომპანია “Polytron Technologies” მობილურ კომუნიკაციებში საოცარ სიახლეებს გვპირდება. 2013 წლის ბოლომდე გვპირდება გამოუშვას აბსოლუტურად გამჭვირვალე მობილური ტელეფონი. ეს ტელეფონი აღჭურვილია სენსორული ფუნქციებით. შიგნიდან ის შედგება თხევადკრისტალური მასისგან. ტელეფონის შუშა არის თეთრი-რძისფერი. ჩართვისას მასზე ჩნდება გამოსახულება და ციფრები. ამჯერად მას აქვს რამდენიმე ნაწილი, რომელიც არაა გამჭვირვალე. ესენია: მიკროფონი, "ბატარეია", კამერა და სიმ-ბარათი. წლის ბოლოსთვის გვპირდებიან, რომ ამასაც გამოასწორებენ.

კომპანია პასუხისმგებლობას იღებს, რომ ეს ნამდვილი რევოლუცია იქნება ტელეფონების წარმოებაში. მას გარედან ექნება “Switchable Glass” -ის ტექნოლოგიის ელექტრონული შუშა. აპარატში არის გაბნეული წვეთები, რომელიც ჩართვისას შუქის დიოდის მეშვეობით სწორდება, შუქი გადის უწვრილეს წვეთებში და ეს საშუალებას იძლევა გამოისახოს ნებისმიერი გამოსახულება.

პირველი მობილური ტელეფონი დამონტაჟებული იყო მანქანაში 1948 წელს. მაშინ მისი ხელით ტარება შეუძლებელი იყო. პირველი კომერციული ფიჭური ქსელი კი იაპონიაში იქნა გაშვებული 1979 წელს. მას მერე დაახლოებით 40-50 წელი გავიდა. ტელეფონის მოდელებმაც საოცარი ცვლილებები განიცადა. ჩემი წარმოდგენის საზღვრებს სცდება, თუ როგორი იქნება ის 50 წლის შემდეგ.

გთავაზობთ გამჭვირვალე მოდელის ფოტოებს და ვიდეორგოლს.imageimageimageimage



0
288
6-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
288
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0