x
ქართული გულგრილობა..
აურზაური, ბევრი ხალხი და ულამაზესი ცერემონიით დაწყებული ქორწილი აზარტში შევიდა, საქართველოს ერთი პატარა ქალაქის საქორწილო დარბაზში უამრავ ლამაზად, საგანგებოდ ამ დღისთვის მორთულ-მოკაზმულ ადამიანს მოუყრია თავი, ყველას ერთი სული აქვს დასხდეს და ხორაგით სავსე სუფრა დააგემოვნოს, მალე სხდებიან კიდეც, ხარბად მიირთმევენ ნაირ-ნაირ საჭმელებს, ცივ საუზმესა თუ ცხელ-ცხელ შემწევარ-მოხრაკულებს, გარეთ წვიმაა, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრისთვის ვის სცალია. იქ ერთი კაცი დგას ქუცაში, წვიმაში...

მალე თამადას ირჩევენ, იწყება ბრტყელ-ბრტყელი და გრძელ-გრძელი სადღეგრძელოები, ჭიქების ჭახა-ჭუხი და ყანწების ჩაცლა..ეს საქართველოს გაუმარჯოს, ეს პატრიარქს, ეს ნეფე დედოფალს...მენდელსონის მარშის შემდეგ დაისს უკრავენ, ულამაზესი წყვილი არცთუ ისე ნატიფად ასრულებს "ქართულს"... გარეთ კი ისევ წვიმაა...იქ ერთი კაცი დგას, შემინულ კარებთან მობუზული, ჯერ შემოსვლას ვერ ბედავს...

"ქართულს" "აჭარული " მოჰყვება, გახურდა ცეკვა_თამაში, ქართულები მობეზრდათ, ახლა " განგამ სთაილი", ბარა-ბარა", ოფლში გაღვითქული როკავს ახალგაზრდობა თუ ბებრები, ყველას ერთი მიზანი აქვს თითქოს, გაძლებამდე ანუ დილამდე ქეიფი, პაუზა

თამადა განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს და მუსიკა ითიშება: "ძვირფასო სტუმრებო, ჩემო ხალხო, მოდით ქართველ ხალხს, ქაღტულ ტრადიციებს, ადამიანობას, ვაჟკაცობას გაუმარჯოს"-რიხიანად ამბობს სუფრის თავკაცი და მორიგ "განსხვავებულს ერთი მოთქმით ცლის.აშკარად "ხარივით" სვამს, ესეც ხომ ერთ-ერთი საზომია კაცობის...


უკვე სუფრები აიშალა, ზოგი მიდის, ზოგი ისევ საცეკვაოდ ემზადება, კაცი ბედავს შემოვიდეს, ტანზე ჭუჭყიანი ტანსაცმელი აცვია, ხელში კი დახვეული ცარიელი პარკები უჭირავს“, შემძვრელი თვალები აქვს, ვერ ბედავს დარბაზის სიღრმეში შემოსვლას და იქვე, კართან ჩერდება, კუთხისკენ მიიწევს გაუბედავად, თან ეშინია სველი, ტალახიანი ფეხსაცმლით ჭუჭყიან კვალს რომ ტოვებს და ორ ნაბიჯში ისევ მობუზული ჩერდება. მის სიახლოვეს რამდენიმე კაცი დგას, მაგრამ ახლოსაც არ მიდიან, არ კითხულობენ მის ამბავს, არ ეუბნებიან რატომ არის აქ. არადა სულ რამდენიმე წუთის წინ ერთხმად შესვეს ადამიანობის და "მეობის" სადღეგრძელო. ოჯახის პატრონი მოდის კარისკენ, კაცს იმედი მიეცა, იქნებ ჩემთან მოდის, მაგრამ არა, ის გარეთ გადის, ვერც კი შეამჩნია მისი არსებობა.კაცი უკან-უკან იწევს, თითქოს უკვე ნანობს რომ შემოვიდა, გარეთ სჯობდა, იქ უფრო თავისუფლად სუნთქავდა, მაგრამ ხორაგით სავსე სუფრა არ ეთმობა...ადამიანური გულგრილობა ნათლად ჩნდება ამ დროს, რომ სხვისი ტკივილი არაფრად უღირს სხვას““მორიგი ტაშ-ფანდურის დრო დადგა, ყველა საცეკვაო ფართისკენ მიიწევს, კაცი მარტო რჩება კუთხეში, ცრემლი ადგება თვალზე, ვინ იცის რა ახსენდება, მისთვის არავის სცალია...პარკებს იღებს, გულდაწყვეტილი ტკივილით სავსე თვალებიტ მოავლებს თვალს სუფრას, " რა გემრიელად გამოიყურება მაინც ეს ხაჭაპური, ეეჰ!"-გაიფიქრებს და ისევ წვიმიან, ბნელ ქუჩას უერთდება. იქ თავისუფლად სუნთქავს, თან წვიმაში მისი ცრემლებიც არ სჩანს....

ღამის 3 საათია, დარბაზში "მეობა"გამოვლილი კარგად მაძღარ-ნასვამი კაცების ზედახორა დგება, ცეკვა-თამაში მუშტიკრივში გადადის, მალე დარბაზი იცლება და ქუჩას ედება ღრიანცელი და დედის გინება, წვიმა აფხიზლებთ და ნელ-ნელა მანქანებში სხდებიან თუ ტენიან ერთმანეთს. კაცი კი ისევ წვიმიან წუჩაში დგას და ელოდება, იქნებ ვინმეს გაახსენდეს მისი პარკები რომ ცარიელია“, ხაჭაპური, ხორცი, მწვადი"-მაინც რამდენი იყოო"-

მეორე დღეს გაფუჭებულ საჭმელს გადასაყრელ ადგილს ვერ უძებნიან და ამაყობენ შორს გავარდნილი სახელით, "მაგარი სუფრა იყო, მრავალსართულიანი, ყოჩაღ, ოჯახიც ესაა, ნამდვილი ქართული, ტრადიციული.

კაცი ისევ ცარიელი პარკებით მიუყვება ქუჩას სხვა დარბაზისკენ, იქნებ იქ მაინც ვინმეს ეყოს "მეობა" ...

3
83
2-ს მოსწონს
ავტორი:ელო.ევა
ელო.ევა
83
  
2013, 21 მარტი, 23:41
მე იმასაც შევესწარი როგორ გააგდეს გარეთ ლანძღვა გინებით
2013, 16 მარტი, 19:24
ეს არის ქართული გულგრილობა და რეალობა, რომელსაც შევესწარი
2013, 15 მარტი, 11:28
ცრემლი მომადგა, რა საშინელება :(:(:(
0 1 3