სხვა ქართველი, მსოფლიოსა და იაპონიის ჩემპიონი 2013, 8 მარტი, 22:51 თავადაც აღიარებს, რომ საქართველოში ძალიან ცოტა იცნობს... არადა, 21 წლის ასაკში ტარიელ ნიკოლეიშვილმა იმდენი მოასწრო, ბევრი მთელი კარიერის განმავლობაში უშედეგოდ რომ ოცნებობს: არის საერთაშორისო კლასის, სპორტის ოსტატი. მსოფლიოს 2011 წლის აბსოლუტური ჩემპიონი კიოკუშინ-კარატეში, იაპონიის აბსოლუტური ჩემპიონატის გამარჯვებული. აღსანიშნავია, რომ იაპონიის აბსოლუტური ჩემპიონატის 43-წლიან ისტორიაში ტატო ნიკოლეიშვილი პირველი უცხოელია, ვინც გაჩემპიონება შეძლო.
101 9-ს მოსწონს
|