2013 წელი მორიელისთვის ნაყოფიერი იქნება. ის თავს თავისუფლად და ლაღად იგრძნობს. 2012-ში დაწყებული საქმეების წარმატებით განხორციელებისა და ეფექტური შედეგების მიღების წინაპირობა მუხლჩაუხრელი შრომა და კარგად დაგეგმილი ნაბიჯები იქნება. განსაკუთრებით რთული პრობლმური საკითხები მორიელს არ მოელის, თუმცა იქნება რამდენიმე ხმაურიანი საქმე, რომლის მოგვარების შემთხვევაშიც ის კარიერულ კიბეზე ერთი ნაბიჯით წაიწევს წინ. რაც მთავარია ეს მას სამომავლო წარმატების მოპოვებაში და თავდაჯერებულობაში დაეხმარება.
მორიელი მასპინძელი წლის ერთ-ერთი ფავორიტი ნიშანია. მას 2013-ში ბევრი სურპრიზი და ცვლილება ელის. მორიელი შეძლებს საკუთარი თავის ლიდერად დანახვას, რაც კოლეგებსა და გარშემომყოფებში ავტორიტეტს აუმაღლებს. ის ისევე როგორც მასპინძელი წელი, ფრთხილი და დინჯია. მორიელს არ სჩვევია საქმიდან საქმეზე გადასვლა, დაწყებულის მიტოვება, სპონტანური მოქმედება. ამიტომ, ამ უპირატესობას ეს ნიშანი წელს კარგად გამოიყენებს.
რაც შეეხება სირთულეებს, რომლებიც მორიელს ელოდება ეს ურთიერთობებში გამოვლინდება. საქმე იმაშია, რომ მორიელი წყენას გულში იდებს, ხმამაღლა არ ამბობს, მაგრამ ყოველთვის იმახსოვრებს. სხვებს კი მის წყენინებას ყურადღებას არ აქცევენ, რადგან მორიელი "განგაშს არ წევს" ამის გამო. ამის გამო არსებობს რიგი ურთიერთობების დაძაბვის საფრთხე. თუ მორიელი ემოციების გამოხატვასა და პრობლემის ლოკალურად მოგვარებას მიეჩვევა, ეს საფრთხე თავიდან იქნება აცილებული.
ახალი იდეების რეალიზებისა და ბიზნესის განვითარების საუკეთესო პერიოდი გაზაფხული-ზაფხულია.