კინო "ჩემი ცოლის დაქალების" პროდიუსერების განცხადება 2013, 7 მარტი, 13:41 ![]() ასევე გვინდა შეგახსენოთ, რომ "ჩემი ცოლის დაქალები" არ დგას მხოლოდ ერთ ან ორ ადამიანზე და ამ სერიალის შექმნაში უამრავი ადამიანის შრომა იდება ყოველდღიურად. სწორედ ეს გამართული მექანიზმი და გუნდური მუშაობა გვაძლევს იმ შედეგს, რასაც მერე ყველანი ერთად ვუყურებთ რუსთავი 2-ის ეთერით. ჩვენ, სერიალზე მომუშავე თითოეული ადამიანისთვის ეს ცვლილებაც ერთგვარი გამოწვევაა და ყველანი ერთად, სულმოუთქმელად ველოდებით ახალი სეზონის დაწყებას ყველასათვის საყვარელი ძველი და სულ ახალი პერსონაჟებით, სადაც ვეცდებით, რომ არ მოგაკლოთ საკამათო, სასაცილო, სალანძღავი, გულისამაჩუყებელი და ერთი სიტყვით - ძალიან საინტერესო ეპიზოდები. ეკრანებთან გელოდებით ყველას, ყოველ შაბათსა და კვირას, 22:00 საათზე." ![]() ![]() 1895 12-ს მოსწონს 1-ს არა
|