x
image
კატაპულტი
საოცარი განკურნება
image



















აივ-ინფექციის მკვლევართათვის ეს პატარა სენსაციაა, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნული დაავადების მქონე ადამიანებისათვის დიდი იმედია:ჩვილი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში შიდსის ვირუსით დაავადებული დაიბადა, განკურნებულია.


ამერიკელი მკვლევარების განცხადებით, ბავშვის გამოჯანმრთელება სწრაფი და მასიური მკურნალობით მოხდა.როგორც პრეს-კონფერენციაზე ამერიკის ჯანმრთელობის ინსტიტუტის დოქტორმა ენტონ ფაუკმა აღნიშნა, თუ არ ჩავთვლით, რომ ბავშვი სრულად გამოჯანმრთელებულია, ის მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამასთან ძალიან ახლოს ვართ.


თუ კი ამერიკელი ჩვილი 2 წელიწადსა და 6 თვეში თავს ისევ ჯანმრთელად იგრძნობს, მაშინ ის იქნება მეორე ადამიანი მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც შიდსისგან განიკურნა.


ახალმა მიდგომამ მკვლევარებს შეიძლება კარი გაუხსნას აივ-ინფექციის მკურნალობისაკენ.

ბავშვი ეკუთვნის დედას, რომელმაც მშობიარობამდე ცოტა ხნით ადრე გაიგო დაავადების შესახებ, და შესაბამისად, ვეღარ მოასწრო მედიკამენტებით მკურნალობა, რათა შემცირებულიყო ახალშობილზე დაავადების გადასვლის შანსი.

ჩვილს პირველი 30 დღის განმავლობაში მკურნალობდნენ სამი მედიკამენტის ნარევით.ახლა მხოლოდ გამოსაკვლევია, ხომ არ დარჩა მის ორგანიზმში აივ-ინფექციის რაიმე კვალი.

დროული მკურნალობით შესაძლებელი გახდა, რომ ვირუსი ახალშობილის სისხლში არ მოხვედრილიყო .

ამ იშვიათ შემთხვევასა და მკურნალობის მეთოდს შეუძლია სხვა ინფიცირებულ ბავშვებს გადარჩენის შანსი მისცეს.

2011 წელს მსოფლიოში 300 000-მდე ბავშვი დაიბადა აივ-ინფექციით.შემთხვევათა ძირითადი ნაწილი მოდის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ქვეყნებზე.იქ დაავადებულ ორსულ ქალთა მხოლოდ 60 %-ს შეუძლია მკურნალობა, რაც ამცირებს ახალშობილზე დაავადების გავრცელებას.


0
77
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0