საზოგადოება ჯინსების ისტორია 2013, 5 მარტი, 19:02 1849 წლეს ვიღაცამ აღმოაჩინა ოქროს საბადო კალიფორნიაში, მალევე ათასობით ადამიანმა ოქროს ძიება დაიწყო ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთ ნაწილში. ერთ-ერთი იყო გერმანელი ემიგრანტი ლევი სტრაუსი. ის სულ რაღაც 24 წლის იყო როდესაც გაემგზავრა სან ფრანცისკოში. იგი არ ეძებდა ოქროს. ლევი ყიდდა ნაჭრებს. მას შემოქონდა ნაჭრები და შემდეგ ჰყიდდა პატარა მაღაზიებს. ნაჭრების უმეტესობას იგი ნევადაში მეზღვაურ - ლატვიელ ემიგრანტს იაკობს დევისს ჰყიდდა. დევისი ამ ნაჭრებისგან კერავდა მეშახტეებისთვის ტანსაცმელს. მათ სჭირდებოდათ გამძლე მაგრამ არც ძალიან სქელი მასალა რადგან კალიფორნიაში ძალიან ცხელოდა. დევისი შარვლებს კერავდა დენიმისგან, რომლებიც შედგებოდა ბამბისგან, ძალიან გამძლე და კომფორტული იყო. მაგრამ დევისის ერთ-ერთი კლიენტისათვის შარვლები არ გამოდგა საკმარისად გამძლე, ამიტომ დევისმა გადაწყვიტა შარვლებზე ჯიბეები რკინის სამაგრებით დაემაგრებინა. ამან გაამართლა და მეზღვაურებმაც დაიწყეს იგივეს კეთება. დევისს უნდოდა თავისი გამოგონების დამტკიცება ანუ დაპატენტება, მაგრამ არ ქონდა საკმარისი ფული. მან მისწერა ლევი სტრაუსს. სტრაუსმა გადაიხადა 68 დოლარი პატენტისთვის და ორი კაცი გახდნენ ბიზნეს პარტნიორები. მათი ბიზნესი ისე გაფართოვდა და მათი ჯინსები ისეთი პოპულარული გახდა რომ 2 წელიწადში მათ ქარხნის აშენება მოუწიათ. შემდეგი 100 წლის განმავლობაში ჯინსები სამუშაოდ გამოიყენებოდა. მაგრამ 1950-იან წლებში ცნობილმა ადამიანებმა როგორც ელვის პრესლიმ დაიწყეს ჯინსების ტარება, ამით ჯინსები ბევრად პოპულარული გახდა. 181 7-ს მოსწონს
|