პოეზია ჯანდაბამდის გზა ჰქონია!!! 2013, 3 მარტი, 21:46
ჯანდაბამდის გზა ჰქონია ყველა ფიქრებს, ყველა აზრებს, სიყვარულსაც, თან რომ დამდევს. დავივიწყებ ყველა წუთებს, ყველა წამებს, სიყვარულსაც რომ მაწამებს. გადავლახავ უცილობლად ყველა წყენას, ყველა დარდებს, ვერნაჩუქარ წითელ ვარდებს. არც გაჩუქებ, არც მოვითხოვ სიყვარულით გამთბარ სიტყვებს. ჯანდაბამდის გზა ჰქონია ამდენ სითბოს, დამტკბარ რითმებს!!! 23 4-ს მოსწონს
|