x
image
კატაპულტი
იმედი

image

I

დიდი მნათობი ნელ-ნელა ჩაესვენა დასავლეთით.არე-მარემ შვებით ამოისუნთქა, როგორც იქნა, თავი დააღწია მცხუნვარე მზის სხივებს.

მხოლოდ მზესუმზირები უცქერენ ჩამავალ დისკოს გულდაწყვეტილნი და ნიშნად პატივისცემისა, თავებს უკრავენ.

ნელ-ნელა შებინდდა, მერე ერთიანად ჩამობნელდა.ღამე დინჯი ნაბიჯით მოდის.ცაზე ჩრდილოეთის ვარსკვლავი გამოჩნდა.

აღმოსავლეთიდან მთვარემ ნაზად ამოყო თავი, თითქოს გარემოს ზვერავსო, და სევდიანი თვალებით გადმოხედა დედამიწას.ღამეს გაუხარდა, მოსაუბრე გამომიჩნდაო.

-მზე არ გინახავს, მესაიდუმლევ?-კითხულობს მთვარე.

– წამით გაგასწრო, ღრუბლებმა მითხრეს.-პასუხობს ღამე.

-ისევ?

-ისევ?

მოწყენილმა მთვარემ კიდევ უფრო მოიწყინა, დიდ კაკლის ხეზე ჩამოჯდა, თითქოს ისვენებსო;თან ტირის, რცხვენია და სახეზე ფოთლებს იფარებს.გზააბნეული ნიავი ფოთლებში იჭრება და საიდუმლო ჩურჩულით ამშვიდებს მთვარეს.

-ვერ დავეწიე, კიდევ გამასწრო-ბუტბუტებს დისკო.

-ნუ დამწუხრდები, თვითონ მოგძებნის-აწყნარებს ღამე.

-ჰო, ალბათ, ალბათ!-ამოსთქვამს მთვარე.

მიჯნურის ძებნით დაღლილი მზე კი მის სხივებს გზავნის გიგანტ კოსმოსში, სატრფო უპოვონ, მაგრამ ამაოდ.მზეს კარგად ახსოვს, პაემანის დრო ჯერ არ მოსულა, მაგრამ ვერ ითმენს, ყველგან დაეძებს, საღამოობით ზღვაშიც ჩაყვინთავს, იქნებ აქ არის, თავისთვის ფიქრობს.ზღვა კი უამბობს:“გუშინ აქ იყო, ღამესთან ერთად".ამის გამგონე, მზე განრისხდება, სიწითლე დაკრავს:“ისევ ეს ღამე, ნეტავ, ვინ არის?! - ეჭვიანობს მზე.

პაემნის დროს კი ორი მნათობი ერთმანეთს ერწყმის.იმათ სიხარულს არ აქვს საზღვარი.მზე მის ნაზ მთვარეს უკოცნის ტუჩებს.

-კარგი, გეყოფა, სირცხვილია-ჩურჩულებს მთვარე.

-მე არ მრცხვენია-პასუხობს მზე და სატრფოს კვლავ ეკვრის.ერთ დისკოდ იქცა ორი მნათობი;სიყვარულისგან გონი დაკარგეს, აღარ რცხვენია არც მზეს, არც მთვარეს.

როცა ალერსით გული იჯერეს, მზეს გულში გაჰკრა:

-ღამე ვინ არის?

-მეგობარია, მეტი არავინ, ნუ ეჭვიანობ_მთვარე იღიმის და ყველა ფიქრი მზეს ავიწყდება.

-უნდა წავიდე-(მზე დაღონებით) განზე მიიწევს.

-უკვე მიდიხარ?-ატირდა მთვარე.

-სხვა გზა არა მაქვს.

-კიდევ შევხვდებით?

-აუცილებლად.

II

image

ციდან ორი წვეთი გვერდი-გვერდ მოქრის, ერთმანეთს თვალს ვერ აშორებენ:

-მშვენიერი ხარ.

-ეგ უკვე უთქვამთ.

-მგონი, მიყვარხარ.

-ეგეც მსმენია.

-კიდევ შევხვდებით?

-აუცილებლად.

III

image

გოგო იღიმის.საიდუმლოა ნაზი ღიმილი.ბიჭი მის თვალებს ხარბად ჩასცქერის, სულით, გონებით შიგ იძირება:

-რა ლამაზი ხარ, რა საოცარი..

-მერე და შენ რა?

-იცი, მიყვარხარ.

-ჰო?!მე კი სულ არა.

-კიდევ შევხვდებით?

-???

თავი მოიკლა

0
21
5-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0