პოეზია გული სიყვარულს ელის 2013, 17 თებერვალი, 11:38 გ ულის კედლები სისხლს ვეღარ იტევს, უ კვე ფიქრები ყოველ წამს მიტევს, ლ ოცვით ღვთისადმი სული ღაღადებს, ი დაიფაროს, ხელნი აღაპყრეს. ს იყვარულს გული უთქმელს ვერ ტოვებს, ი მის ფიქრებმა კვლავ ღრმად შეტოპეს. ყ ველას მსურს ვუთხრა, გული რას ამბობს, ვ ელი პასუხად ისიც გამათბობს. ა რ ააჩქარო, _ ფიქრი მკარნახობს, რ ა ვქნა, რა ვუყო, გრძნობაც ნავარდობს. უ ძლებს, ვერ უძლებს, დაიბნა სული. ლ ოდინს ებრძვის ის, და... დასასრული?! ს იყვარულია ეს გრძნობა სრული. ე ლის არსება ერთ ნანატრ სიტყვას, ლ ამის ფიქრებად სულ გარდაიქმნას. ი ს კი ჩუმადა, სულაც არ ჩქარობს, ს ულს მტკიცე სიტყვა უფრო გაათბობს. 23 4-ს მოსწონს
|