ფოტოგრაფია ცნობილი ადამიანების პირადი ფოტოსურათები 2013, 3 მარტი, 15:02 პირველ სურათზე პერის ჰილტონს ხედავთ, ფოტო სავარაუდოდ ციხეშია გადაღებული და იგი უნიტაზის გასუფთავებისათვის უხდის ფულს ამ კაცს. სურათები, რომელთაც ახლა იხილავთ ნაკლებადაა გავრცელებული, ისინი ძირითადად მარჯვე პაპარაცების ნამუშევრებია. ამ ფოტოსურათებიდან ჩვენ არა ვარსკვლავებს, არამედ მათ ჩვეულებრივ, ადამიანურ სახეს ვხედავთ. ვხედავთ, მათ როგორებიც არიან ყოველდღიურ ცხოვრებაში და არა სპეციალურად საზოგადოების თვალისათვის და უამრავი ფოტოკამერისათვის გამზადებულებს. ბევრს ურჩევნია ეს ფოტოსურათები არ ნახონ და მათი დამალვა სწადიათ, ზოგს კი არც რამის ერიდება და სულ არ აინტერესებს ვინ რას იტყვის ან იფიქრებს მასზე. ზოგჯერ ამდაგვარი ფოტოსურათებისათვის პაპარაცებს გვარიან თანხასაც კი უხდიან, ან პრესის წარმომადგენლები და ან თავად სურათზე გამოსახული პირები, რომელთაც არ აწყობთ მათი სახალხოდ გავრცელება. შერის ისეთი სასიამოვნოდ გაკვირვებული სახე აქვს, ნეტა რა დაინახა ეგეთი ამ კაცის ტრუსიკში, ერთი მხრივ თითქოს ეცინება კიდევაც. პრინცი უილიამი ყველას წყნარი და მოწესრიგებული რომ გონია, უყურეთ როგორ ერთობა გვირგვინითა და სამეფო მოსასხამით. აი მისი ''მეფური'' გართობის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფოტო. მიკ ჯაგერსაც კი ეშინია სტომატოლოგების როგორც ხედავთ. გასაკვირი სულაც არ არის მადონას უთოობა რომ არ ეხერხება. ბატონი ბუში პრეზიდენტობის პერიოდში რუბიკის კუბიკის აწყობას ამაოდ ცდილობდა. ეს კი ანჯელინა ჯოლია მის პატარასთან ერთად. ავრილ ლავინი საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულების დროს. ეს ჯეილოა, მაგრამ აქ რა ხდება ამას ნუ მკითხავთ 61 7-ს მოსწონს
|