საქართველო დატოვებს თუ არა პოსტს თეა წულუკიანი დიპლომის არქონის გამო 2013, 28 თებერვალი, 21:50 - აქვს თუ არა იუსტიციის მინისტრს უმაღლესი იურიდიული განათლება და დატოვებს თუ არა ის ამის გამო თანამდებობას. ფეისბუქში უმცირესობის წევრის, გოგა ხაჩიძის, ინტერვიუ გავრცელდა, სადან ნათქვამია, რომ თეა წულუკიანს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების განხრით აქვს დამთავრებული და ამიტომ არ შეიძლება ის იუსტიციის მინისტრი იყოს. როგორც ცნობილია, ამ თემაზე, თავად წულუკიანმა ინტერვიუზე უარი თქვა. არასამთავრობო ორგანიზაციები საკითხის გამოთხოვას და პრობლემის გარკვევას გეგმავენ. კონსტიტუციონალისტები კი ამბობენ, რომ პროკურორსა და იუსტიციის მინისტრს აუცილებელია იურიდიული განათლება ჰქონდეს. - იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდძე, სადაც თეა წულუკიანის ბიოგრაფიაა გამოქვეყნებული წერია, რომ მას სხვადასხვა დროს სხვადასხვა უმაღლესი განათლება აქვს მიღებული. ასევე გავლილი აქვს კვალიფიკაციის ამაღლების რამდენიმე კურსი, თუმცა უმაღლესი იურიდიული განათლება არ დასტურდება. - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი 2 პროფესიის სპეციალისტებს ამზადებს. როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, უნივერსიტეტის არქივში წერია, რომ თეა წულუკიანი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. 1094 11-ს მოსწონს 2-ს არა
|