ავეჯის სახლ "საბაში" ხანძრით გამოწვეული შედეგები.
"საბაში" ხანძარი 26 თებერვალს, საღმოს 9–ის ნახევარზე გაჩნდა.
ავეჯის სავაჭრო ცენტრის მფლობელის პაატა კაჭარავას ინფორმაციით, ხანძარმა გაანადგურა
6 348 კვადრატული ფართი, დაიწვა 100 მაღაზია და დაზარალდა 200 მოვაჭრე. მეხანძრეები ცეცხლის ლოკალიზებას 4 საათის განმავლობაში
ცდილობდნენ.მის
ჩასაქრობად 35 სამაშველო ჯგუფი და 300–ზე მეტი მეხანძრე მუშაობდა. იყო საშიშროება,
რომ ხანძარი გვერდით შენობებზეც გავრცელებულიყო, თუმცა მეხანძრეებმა მისი ლოკალიზება
მოახერხეს. ხანძრის შედეგად ფიზიკურად არავინ დაშავებულა.
გლდანი-ნაძლადევის გამგებელ ნოდარ სანდუხაძის ინფორმაციით,
ამ დროისათვის შექმნილია დაზრალებული მოვაჭრეების 10 -კაციანი საინიციატივი ჯგუფი,
რომელთანაც გამგეობის წრმომადგენლები თანამშრომლობენ:
"ზარალი ამ დროისთვის არ არის დათვლილი. პირველ
რიგში, მეწარმეებს საგადასახადო კუთხით არ უნდა შეექმნათ პრობლემები. დაიწვა სალარო
აპარატები და საგადასახადო დოკუმენტაცია. ადგილობრივმა ადმინისტრციამ მოგვცა ცნობა
დაზარალებული მეწარმეების შესახებ. ვინ იყვნენ და რა ფართი ეკავათ. ახლა საგანგებო
სიტუაციების დეპარტამენტთან ერთად ჩვენ ვუმზადებთ ცნობებს, რომ მათ დოკუმენტაცია და
სალარო აპარატები ხანძრის შედეგად გაუნადგურდათ. საგადასახადო სამსახურში წარადგენენ
ამ ცნობას, რათა სანქციები არ გავრცელდეს საკასო აპარატების დაზიანების გამო. მათ
1 აპრილამდე მოგების გადასახდის გადახდა უწევთ და აუცილებლად სჭირდებთ საგადასახადო
შეღავათები."
ავეჯით მივაჭრე ქეთევან ბახტაძეს ხანძარმა პროდუქცია
სულ გაუნადგურა:
"60 ათასი დოლარის საქონელი გამინადგურდა. სესხი
მაქვს აღებული და ბინა იპოთეკაში ჩადებული. როგორ გადავიხდი ბანკის ვალს, არ ვიცი."
"საბაში" ავეჯით მოვაჭრეების ძირითადი პრობლემა
ბანკის კრედიტია, რომლის დაფარვაც მიყენებული ზარალის შემდეგ რთულია:
"მოვაჭრეებიდან თითქმის ყველას ბანკის კრედიტი
აქვს, ვეცდებით ამ პრობლემის მოგვარებში მათ დავეხმაროთ, " – ამბობს "საბას"
მფლობელი პაატა კაჭარავა.
"საბას" მფლობელი პაატა კაჭარავა დღეს იმ
კომერციული ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც სესხი ხანძრისაგან დაზარალებულ
მეწარმეებს აქვს აღებული:
"შემთხვევის ადგილზე მოვიდნენ "საქართველოს
ბანკის" და "პროკრედიტ ბანკის" წარმომადგენლები. მათ გავესაუბრე, ბანკები
ელოდებიან ინფორმაციას მეწარმეების ზარალის შესახებ. თითოეულ კლიენტთან დაკავშირებით
ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ".
აუნაზღაურდებათ თუ არა დაზარაკებულებს მიყენებული ზიანი, ჯერ ცნობილი არ არის, რადგან მთავრობას ამ საკითხზე ჯერ არ უმსჯელია.