x
მეტი
  • 14.10.2024
  • სტატია:137605
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511481
,,ფულის საძმო’’
ეს დღე ერთი ჩვეულებრივი და უინტერესო დღეთაგანია, გუშინდელივით და ალბათ ხვალინდელივით ჩვეულებრივი.ეს ყოველდღიური ყოფის ამაოება უკვე გაუსაძლისია, მაგრამ რა შეიძლება გააკეთოს ჩემნაირმა უბრალო, უმნიშვნელო, უფხო ვიღაცამ? გარდა იმისა რომ საჩივრები წეროს ამ ცხოვრების ამაოებაზე. უაზროდ ვილაყბო? თუ ჩემნაირებს ეს შვებას მისცემს ვილაყბებ. თუ ეს საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო საჩივარი გულს გაგიკეთებთ ვიჩივლებ. მაგრამ თურმე არსებულა ადამიანი, რომელიც ერთი პერიოდი ჩემსავით არ ფიქრობდა და მისი ყოველი დღე სულაც არ იყო ამაოებით და ერთფეროვნებით აღსავსე.


ვაკე სადაც ჭავჭავაძის ქუჩა მდებარეობს, ერთ-ერთი პრესტიჟული უბანია, როგორც იტყვიან ხოლმე. მაინც ვერ გავიგე რატომ არის ვაკე უფრო პრესტიჟული. ზოგს რომ ჰკითხო დიდხანს არ დაგაყოვნებენ და მსწრაფლ გაჯახებენ პასუხს: “ცენტრია და იმიტომ, ელიტა ცხოვრობს და იმიტომ’’ რამდენადაც გამაღიზიანებელი არ უნდა იყოს ეს პასუხი მაინც უხმოდ ბრუნდები და შენთვის ამბობ: მე კი სულაც არ ვფიქრობ, რომ ვაკეა ელიტარული საზოგადოების თავშეყრის ადგილი. ყველა უბანი ატარებს პროვინციალიზმს. ნუ მოკლედ ასეა თუ ისეა, ასეთია ეს ჩვენი ვაკე თუ ისეთი მაინც ჭავჭავაძის ქუჩაზე ვითარდება მოქმედება.


შემოდგომის ერთი შესანიშნავი დღე იდგა, ისეთი როგორიც ხშირად შეგვხვედრია ზღაპრებში, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ძალზე იშვიათად. ეს დღე იყო მშვიდი, ჰარმონიული... ოქროსფერი ფოთლებით იყო მოკირწყლული ჭავჭავაძის ქუჩა. ორი უწვერული ყმაწვილი მოემართება ფართო გამზირზე. ერთი საშუალო სიმაღლისა, მეორე ტანმაღალი, ალბათ სადღაც მეტრა და ოთხმოცდაოთხი თუ იქნებოდა. ორთავე სადღაც 19 წლამდე ასაკის. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა სუსტი სქესისას ეს უკანასკნელი. შეუპოვარი და ძალზე მამაკაცური სახის გამომეტყველება ჰქონდა. ლამაზი მოყვანილობის დიდი ტუჩები, სწორი ჩამოქნილი ცხვირი, ორ დიდრონ თვალს გრძელი წამწამები ამშვენებდა, თვალები ჭაობისფერი, თმა ჩალისფერი, სახე ხორბლისფერი. მოკლედ შეიძლება თამამად ითქვას, რომ მის “ნაპარნიკს’’ (და არა მარტო) გარეგნულად ჩრდილავდა.


-ჰაჰა, ბიჭო ამას შეხედე რა, რა სასაცილოა, მუგუზალივით შავ ბავშვზე მიუთითა აჩომ სანდროს.


ბავშვი შეკრთა და შეშინებული მზერა ესროლა ბიჭებს. შიშის მიუხედავად მაინც შეჰბედა და ჰკითხა: -ხუთი თეთრით ვერ დამეხმარებით?

-ვერა! მკაცრად მოუჭრა აჩომ. წამოდი, წამოდი დავდოთ და უეჭველი განაღდებულია რა.

-ბიჭო მჭირდება თქო ეს ფული, გუშინ დღიდან ამას გეჩიჩინები ტოო. კონგრესზეა პარიზში მამაჩემი, ჩემი ძმაც არ არის ქალაქში. ჯიბეგახვეტილი ხომ არ ვივლი შეჩემა?

-კარგი რაა კრასავჩიკ. იმ გოგოს დღეს რომ დაადო ხვალაც გამოგყვება. დამიჯერე რა, ეგეთები მაინც არ მესწავლება, სხვა თუ არაფერი. ხომ იცი რომ ნიკუშა...

-სუუ ახლა მირეკავს და ენა ჩაიგდე! სანდროს თითის ტუჩზე მიტანით ენიშნა აჩოს რომ უნდა გაჩუმებულიყო.

-გისმენ მარიამ! მეტად მამაკაცური ხმა გაიღო სანდრომ.

-თითქმის ვაკის პარკთან ვარ. შენც ხომ გზაში ხარ? არ მალოდინო იცოდე, კარგი? ორიოდე წუთით სიჩუმე ჩამოწვა.

-მმმმ... იცი ერთი პრობლემაა ძვირფასო.

-რა პრობლემა?

-ბებიჩემი, ბებიაჩემის... ჰო. ბებიაჩემს რათაც დაავადება აღმოუჩინეს და ახლა საავადმყოფოში მივდივარ. ხომ გესმის ჩემი ძვირფასო?

-ნუუუ, ჰო რა თქმა უნდა.... კარგი შეხვედრამდე.

ყურმილი გაითიშა. თავადაც ვერ მიხვდა სანდრო ასე რატომ მოიქცა, ან რატომ მოიგონა ბებიის ავადმყოფობა.

-ღმერთო ჩემო რა ცვალებადია სანდრო ადამიანის ბუნება. ამას კი ახლა ნაღდად ვერ წარმოვიდგენდი.

-მორჩი ყბედობას ცინიკოსო! კმაყოფილი ხარ? წამო. იცოდე ფინალია და ეს ბოლო კაპიკებიც რომ წავაგო ატვეჩაი ხარ გაიგე?

-ბეზ ბაზარ, ნეტ ბაზარ, ბრაცი. მიმართულება შეიცვალეს და ქვაფენილს დაბლა გაუყვნენ.

-ე ნახე ვინ მოდის? შენი “ბრატი’’ ლუკაჩო. ოდნავ წამოიყვირა აჩომ.

-ახლა ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის.

-როგორ ხარ ჩემო ძმაო? დღეს “ფართის’’ ვაწყობთ საღამოს, გეპატიჟები სულით და გულით.

-გაიხარე ლუკა, მაგრამ ვერ მოვალ. საქმეები მაქვს ძმაო, მომიკითხე ბიჭები!

ლუკას დამშვიდობების შემდეგ ბევრი არც უვლიათ.


შეღამებულზე ნამგალა მთვარე ჩამოეკიდა თბილისის ზეცას . ქურდი ბიჭივით გაიპარა დღის სინათლე. ლამპიონები აკიაფდა თბილისის ყველა უბანში. აღარ არის თბილისი საშიში ქალაქი, როგორიც უწინ იყო. აღარ უწყობს თბილისის ღამე რეციდივისტებს, ქურდებს, ყაჩაღებს ხელს რომ კიდევ ირეციდივისტონ და იქურდონ....

-ახლა საით? ეკითხება აჩო სანდროს.

-საითაც ფეხები წამიყვანს იქით.

-წამოდი წერეთელთან ავიდეთ, დღეს დილას დამირეკა და დაგვპატიჟა.

-წამო მაგის დედაც ჯეკ...

-ბიჭო მაგარი პიჯაკი გაცვია... ძაან დამევასა.

-ვიცი შეჩემა. ორი კვირის წინ ჩამოიტანა ანდრომ ბელგიიდან და ავახიე.

თავი ამაყად გააკანტურა სანდრომ და პიჯაკი შეისწორა.

-მერე არ გინდა???...

-რომ გაჩუქო? გაჩუქებ თუ მოგწონს... ნაჭერია რა...

-ჯიგარი ხარ. პიჯაკზე ლაპარაკში ისე გაერთნენ ბიჭები ვერც კი შეამჩნიეს რამოდენიმე ახალგაზრდა რომლებიც ჯიქურ უმზერდნენ და მათკენ მოემართებოდნენ.

-ისა ჩემი ძმა მომაკიდებინე რა... მოურიდებლად მიუშვირა ტუჩებში გაჩხერილი სიგარეტი უცნობმა აჩოს. აჩო დაიბნა.

-მმ არ ვეწევი ძმა. იმ ჯიბეზე კი, სადაც მარლბოროს კოლოფი და სანთებელა ედო ინსტიქტურად გაივლო ხელი.

- უცნობი რაღაცნაირად დაიჯღანა გვერდი აუქცია და მხარი ძლიერად გაჰკრა. თან ჩაისისინა

-არ ვიცოდე მაინც ვინ ხარ და რას წამოადგენ შე .....!

აჩომ შვიდიოდე ნაბიჯით გაცდენილებს მიაძახა.

- ზეგ ოთხ საათზე ვაკის პარკთან იყავით თორემ მიწიდან ამოგთხრით და მერე მზის შუქიც სანატრელი გაგიხდებათ!

ეე კაი აჩო ნუ შეიჭერი რაა. დაიკიდე ვიღაც დეგენერატია. მაგას თავს როგორ უყადრებ ტოო.

-ეე სანდრო ახლა ატრაკებ ძმაო. შენ რომ ასეთ სიტუაციაში ჩავარდნილიყავი ეგრე ჩმორივით დაუგებოდი მე როგორც მთხოვ?

-ხო ნუ პრინციპში ალბათ არც მე. კაი მაშინ ახლა დაიკიდე და მაგათ ზეგ მივხედოთ.

იმ დღეს წერეთელთანაც ავიდნენ, გოგოებიც გაიცნეს, ლისის ტბაზეც გაისეირნეს.


ყოველი დღე საინტერესოდ გადიოდა, გართობაში. მითხრარით აბა მათი ყოველი დღე როგორ არ იყო საინტერესო და მოულოდნელობებით აღსავსე თუ ისინი ლისის ტბაზეც დადიოდნენ სასეირნოდ, ყოველ ღამე კლუბებში, გასართობ ცენტრებში სვამდნენ, თვრებოდნენ, ცეკვავდნენ. ახლა თქვენ ალბათ გაგიკვირდებოდათ საიდან ამდენი ფულიო. იოლი იქნება გამოსაცნობათ თუ გავიმეორე იმას, რომ სანდროს მამა კონგრესზე იყო საფრანგეთში. ასე გართობაში მისდევდა დღეები დღეებს, კვირები კვირებს.


სანდრო პიროვნულად ძალიან ლაღი იყო, ხასიათით იმდენად კარგი რომ ყველას ეწყობოდა, უკონფლიქტო, მხიარული, მეგობრული, მაგრამ ერთი აღსანიშნავი თვისება ჰქონდა მას. ყველას თვალდახუჭული ენდობოდა. ეგონა რომ ცხოვრებაში არ არსებობდნენ მოღალატე ადამიანები. ნაწილობრივ მისი ცხოვრებაც იყო დამნაშავე ამაში, რამეთუ მას არასდროს განუცდია ეს გრძნობა, არ განუცდია იმედგაცრუება, არ განუცდია ღალატი. ჩემში გაკვირვებას არ იწვევს ეს, რადგან ხშირად მინახავს ასეთი ადამიანები და ხშირათაც დავინტერესებულვარ თუ სადამდე მიიყვანდა ეს გაუგებრობა ნებისმიერ მათგანს.


როგორც იტყვიან ხოლმე, დიდხანს არ გაგრძელებულა მათი ასეთნაირი ყოფა. იმ დღეს როცა აჩომ და სანდრომ იმ დღის ამბავი გაარკვიეს ვაკის პარკში, სანდროს ტელეფონმა დარეკა.

-გისმენთ!

-ანდრო ვარ, მამაჩვენს რაღაც პრობლემები აქვს სამსახურთან დაკავშირებით და სახლში მოდი ახლავე!

სანდრო გაფითრდა. ელდა ეცა. აჩოც არანაკლებ.

-სანდრო კაი დამშვიდდი. კი მაგრამ რა მოხდა პარიზში?

სანდრომ არ უპასუხა და უხმოდ გაემართა სახლისკენ. მერე დაგირეკავო მიაძახა აჩოს.


სახლში მისულ სანდროს კიდევ უარესი ამბავი დახვდა, თითქოს ეს არ იყო საკმარისი. ბებიამისი ამ ამბის შეტყობისას ცუდად გახდა. ეს ესაა სავადმყოფოში გადაიყვანესო, ძლივს ამოთქვა კარის მეზობელმა. აკანკალდა ასეთ მოულოდნელობებს მიუჩვეველი სანდრო. რამოდენიმე დღის წინ ნათქვამი ტყუილი მოაგონდა. უაზოდ გააკანტურა თავი და კიბეებს აჩქარებით ჩაუყვა. პირველი რაც მოისაზრა გონს მოგების შემდეგ, აჩოსთან დარეკვა იყო. ტელეფონი მოიძია ჯიბეში.

-ჰო სანდრო გისმენ!

-აჩო საავადმყოფოში გამომყევი ძმობას გაფიცებ, ბებიაჩემია ცუდად!

-სანდრო კი გამოგყვებოდი, მაგრამ ახლა სახლში არ ვარ, საქმეზე ვარ. მოკლედ ან მარტო მოგიწევს წასვლა ან სხვა ვინმე უნდა მოძებნო, ნიკუშა გაიყოლე ან წერეთ....!


ყურმილი გაითიშა. საშინელი გრძნობა დაეუფლა. აქამდე არასდროს უგრძვნია თავი ასე შეურაწყოფილი. გული მოუვიდა. შემდეგ ნიკუშას ნომერი აკრიფა.


-ნიკუშ ჩემო ძმაო ბებიაჩემია ცუდად და საავადმყოფოში ვერ გამომყვები?

-სანდრო კი გამოგყვებოდი, მაგრამ ახლ...


კვლავ განზრახ გათიშა. ხვდებოდა რომ ჭკუიდან გადადიოდა. –ყველამ ჩემს წინააღმდეგ შეკრა პირი თუ რა ჯანდაბა ხდება? წერეთელი მომსახურების ზონიდან აღმოჩნდა გასული.

ძალიან ცუდად იგრძნო თავი. სულ მარტოდ, უსუსურად. თითქოს მართლა არავინ აქცევდა ყურადღებას. არ იყო ჩვეული საზოგადოებისგან ასეთ საქციელს.ლუკაც გაახსენდა, რომელიც რამოდენიმე საათის წინ დაუნდობლად მოატყუა. ჯიბისკენ წაიღო ხელი, მაგრამ არ დასცალდა ტელეფონის ამოღება, სიღრმიდან შეახსენა სინდისმა თავი. უმიზნოდ აუყვა ჭავჭავაძის გამზირს. სულ გადაავიწყდა, რომ საავადმყოფოში მიდიოდა. ეჩვენებოდა რომ ყველა თვალს არიდებდა და ზურგს უქცევდა მას... დათმენით მიაღწია ვაკის პარკამდე... მრავალი აზრით უდუღდა ტვინი.. უკიდურესობამდე მისულს მარიამი მოაგონდა... მარიამი გახდა ერთადერთი მხსნელი მისი. სწრაფად მოიძია მისი ნომერი.


-მარიამ როგორ ხარ ჩემო ძვირფასო? რატომ დამივიწყე, სად ხარ, ხომ კარგად ხარ?

-კარგად მანამდე ვიყავი სანდრო სანამ შენ არ მომატყუებდი. ახლა იმ ადგილას ვარ სადაც შენ რამოდენიმე კვირის წინ იყავი ძვირფასო ფსონის დასადებად. რაო ბებია გამოკეთდა თუ სხვასთან კუბოში ჩააწვინე უკვე?


სანდროს მარიამის ლაპარაკი აღარც ესმოდა. ხელში შეახმაო თითქოს “მობილური’’, შემდეგ დაუვარდა. -აი ეს ყველაფერი კი უკვე ზედმეტია. გაბრაზებით წამოიყვირა ისე რომ არც დაინტერესებულა რას იფიქრებდა მასზე ხალხი.


კიბის საფეხურებს ნერვიულად იტოვებდა უკან, უცებ შეანელა. წინ ერთ-ერთ საფეხურზე ვიღაც იჯდა. მისი ნაცნობი არავინ უბრალოდ გონებაში ჩარჩენილი ერთი პატარა ბიჭუნა. მსწრაფლ იცნო. -ე ე ეს ის ბიჭუნა? ბიჭუნამ მოიხედა. სანდროს უდროო დროს შემოაწვა მადლიერების გრძნობა. ფრთხლილად მიუახლოვდა, ჯიბიდან ერთ ლარიანი ამოიღო და გვერძე დაუდო. პატარა ფეხზე წამოვარდა, ლარიანს ზიზღნარევი მზერით შეხედა, შემდეგ სანდროს, ისე როგორც მშვენიერებას უმზერენ ხოლმე ბიწიერნი და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. ბიჭი მირბობა დაუსაბამოდ, არც კი შეჩერებულა ისე შთანთქა ჩვენმა პრესტიჟულმა ვაკემ მისი პატარა მუგუზალივით შავი სხეული.

0
55
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მარიამი
მარიამი
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0