x
image
თამარი555
თვითმფრინავში ნაპოვნი ტონა ოქრო

image


ხუთშაბათს, 22 თებერვალს, სტამბულის საერთაშორისო აეროპორტში იქნა დაკავებული თურქმენეთის ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი, რომლითაც ცდილობდნენ აშხაბადში გაეტანათ ტონაზე მეტი რაოდენობის ოქრო. ამის შესახებ წერს თურქული გაზეთი “ გუნდოგარი".


ტვირთის მფლობელი აღმოჩნდა თურქული სამშენებლო კომპანია “ პოლიმეკსი", რომელიც დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა თურქმენეთში სამშენებლო პროექტებზე.


ტვირთის მფლობელმა კომპანიამ ამ ინციდენტის შემდეგ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტვირთი კანონიერად მიემართებოდა თურქმენეთში. ისინი ამტკიცებენ რომ ოქრო განკუთვნილი იყო სამშენებლო მასალების შესყიდვის მიზნით, იმ ქვეყნებში სადაც საერთაშორისო ემბარგოს დაწესების გამო შეუძლებელია საბანკო გზავნილების განხორციელება.

0
334
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თამარი555
თამარი555
334
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0