სხვა ლიკა ქორქია დის გათხოვებას განიცდის (+ფოტოები) 2013, 27 თებერვალი, 0:01 ალბათ ყველა დამეთანხმებით, თუ ვიტყვი, რომ დები ქორქიები გამოირჩევიან განსაკუთრებული სილამაზით ქართულ შოუბიზნესში.
ბავშვობიდან ტყუპებივით იზრდებოდნენ და ერთმანეთის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმოედგინათ. დის გათხოვებამ ლიკა ქორქია როგორც გაახარა, ასევე გაანაწყენა. მას გაუჭირდა მის გარეშე ყოფნა და რამოდენიმე კვირის განმავლობაში მეგობრებს იტოვებდა, სევდის გასაქარვებლად. მისივე თქმით, მეგობრებმა და მისმა ძაღლმა ადვილად გადაატანინეს ყურადღება და გაამხიარულეს. სიძე ძალიან მოსწონს. ეგონა, რომ იეჭვიანებდა, მაგრამ ისეთი ადამიანი აღმოჩნდა, რომლის მიმართაც მხოლოდ დადებითი დამოკიდებულება შეიძლება გაგაჩნდეს. მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ანის რომ ვყვარებოდი, არ გათხოვდებოდაო. ისინი ინაწილებდნენ ოჯახის საქმეს, ანი ალაგებდა, ხოლო ლიკა სამზარეულოში ფუსფუსებდა. ამჟამად ანის მოვალეობა მათმა ბებიამ იტვირთა. თვითონ ჯერ არ აპირებს გათხოვებას, რადგან მის ცხოვრებაში არ გამოჩენილა ადამიანი, რომელთანაც შეძლებდა მთელი ცხოვრების გატარებას. ბრაზდება, როდესაც ეუბნებიან, რომ დროა გათხოვდეს. მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ გათხოვება საჭმელი არ არის და დრო მოვა სიყვარულთან და საყვარელი ადამიანის გამოჩენასთან ერთად. 260 3-ს მოსწონს
|