სხვა თურქეთი გვპარავს! 2013, 27 თებერვალი, 9:41 საქართველოში ოდითგანვე დიდ ყურადღებას აქცევდნენ კავკასიური ნაგაზებს. დღეს კი ამ სფეროში დიდი პრობლემებია, რომლსაც შეუძლია დაგვაკარგვინოს ეს საოცარი და განსაკუთრებული ჯიშის მქონე ძაღლები, ისედაც რუსმა კინოლოგებმა 10 000 საუკეთესო ძუ და ხვადი გაიყვანეს, რითაც გენოფონდი ფაქტიურად მოსპეს. დღეს კი ასეთივე გვემუქრება თუ თავს არ ვუშველეთ. გია გიორგაძე: " გვყავდა შესანიშნავი ჯიში ჩაქირა, ქართულად მყეფარა. ბრწყინვალე თვისების მქონე, კვერნაზე მონადირე თურქეთის ტერიტორიაზე მოქცეულ ისტორიულ საქართველოში კვლავ არის ეს ძაღლი და თურქებს სურთ, რომ თავისად დაირეგისტრირონ სანამ გვძინავს ალბათ ჩაქირასაც სამუდამოდ დავკარგავთ ." საქართველოში პირველი ნაგაზების გამოფენა 1931 წელს ჩატარდა და 2000 წელს ისევ ჩატარდა და დღესაც ტარდება. ძაღლები არ უნდა იყიდებოდეს ქუჩებში და ეს ბრწყინვალე ჯიშები არ უნდა გადაშენდეს და არ უნდა დავკარგოთ. წინა ხელისუფლება არ აინტერესებდა ეს სფერო, რომელიც ქართველთათვის კულტურას წარმოადგენდა და დიდ ყურადღებას უთმობდნენ. 23 თებერვალს ჩატარდა ნაგაზების გამოფენა, სადაც მსაჯი უცხოელი იყო და ხელისუფლების დაფინანსება და ბიზნესმენების დახმარება სჭირდება. არ უნდა დავკარგოთ ქართული ჯიშები და აუციებელია დავარეგისტრიროთ და მეტი ყურადღება მივაქციოთ. 124 4-ს მოსწონს
|