![უცნაური ფოტოები წარსულიდან (ნაწილი 3) image](/uploads/article_images/small/27091361894620.jpg)
არ გეჩვენებათ, სურათზე ხედავთ ქალს, რომელსაც ზურგზე ცნობილი ნახატი - ''საიდუმლო სერობა'' აქვს ამოსვირინგებული, თანაც უბადლო პროფესიონალური შესრულებით. წარმოიდგინეთ იგივე მოვლენა დღესაც კი რა რისკებს შეიძლება ატარებდეს და რა რეაქციებს იწვევდეს, ძველ დროში კი(სამწუხაროდ ფოტოს ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით), როდესაც გაცილებით ნაკლებად იყო ტატუს ხელოვნება გავრცელებული და ხალხიც გაცილებით მოკრძალებულ სვირინგებს თუ გაიკეთებდა, ქალი ამდაგვარი სვირინგით, მისი ისტორია თავისთავად გამოიწვევს თქვენში ინტერესს. საერთოდ კი თითოეულ ამ ფოტოსურათს თავისი ისტორია აქვს, ჩვენ კი ყველას ამ ისტორიების ჩვენებური ვერსიები შეგვიძლია წარმოვიდგინოთ.
![უცნაური ფოტოები წარსულიდან (ნაწილი 3) image](/uploads/article_images/small/27091361894989.jpg)
ამ სურათზე კი მკაცრი გამომეტყველების მქონე ქალბატონთა ჯგუფს ვხედავთ, ტრაფარატით ხელში, რომელზეც ვკითხულობთ ინგლისურ წარწერას: ''ტუჩები, რომლებიც ეხება ლიქიორს, არ უნდა ეხებოდეს ჩვენსას''. ქალბატონები აშკარად ალკოჰოლის საწინააღმდეგოდ გამოდიან, შესაძლებელია ეს ძველი აქციისა თუ მიტინგის ერთგვარი ფორმაა.
ამ ფოტოზეც ქალბატონებს ვხედავთ, თუმცა ამჯერად გაცილებით განსხვავებულ ფორმაში. შესაძლებელია და უფრო მეტად სარწმუნო, რომ ეს უბრალოდ გასართობად მოგონილი კომუფლიაჟია.
![უცნაური ფოტოები წარსულიდან (ნაწილი 3) image](/uploads/article_images/small/27091361895248.jpg)
საინტერესოა ამ ინტელიგენტურად გამოწყობილ ახალგაზრდა მამაკაცს, რამ მოაფიქრებინა სათამაშო ცხენზე გამობმული სკამის მეეტლედ მოგვვლენოდა.
![უცნაური ფოტოები წარსულიდან (ნაწილი 3) image](/uploads/article_images/small/27091361895355.jpg)
ნიღბიანი მძარცველის იმიტაციას აკეთებს კაცი თოფით ხელში სურათიდან.
![უცნაური ფოტოები წარსულიდან (ნაწილი 3) image](/uploads/article_images/small/27091361895416.jpg)
ეს ბიჭები კი ალბათ ერთ-ერთი ვაჟთა სასწავლებლის მოსწავლეები არიან. სიგარეტის პოპულარობა განსაკუთრებით მაღალი იყო მათ საზოგადოებაში.
![უცნაური ფოტოები წარსულიდან (ნაწილი 3) image](/uploads/article_images/small/27091361895536.jpg)
შესაძლოა ოდესმე მოდაშიც კი იყო ამდაგვარი ცხოველური ჩაცმულობა, იმედია ამდაგვარი მოდა აღარ დაბრუნდება.
![უცნაური ფოტოები წარსულიდან (ნაწილი 3) image](/uploads/article_images/small/27091361895593.jpg)
ცნობილია რომ ჩვილებს საგნებზე ჩაჭიდების უნარი აქვთ განვითარებული.
![უცნაური ფოტოები წარსულიდან (ნაწილი 3) image](/uploads/article_images/small/27091361895660.jpg)
ამ ფოტოზე ქალ კალათბურთელთა გუნდს ვხედავთ, წარმოიდგინეთ როგორ თამაშობდნენ მსგავსი ჩაცმულობით.
![უცნაური ფოტოები წარსულიდან (ნაწილი 3) image](/uploads/article_images/small/27091361895728.jpg)
უცნაური ხის მიღმა შავკანიან ადამიანს ვხედავთ, საინტერესოა რას უმზერს ასე დაჟინებით.
გაგრძელება იქნება...